საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის (იმავდროულად, ის დონალდ ტრამპის სიძის მამაა) მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის „მიუღებელია“. აგვისტოში, კუშნერმა საჯაროდ დაადანაშაულა ემანუელ მაკრონი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არასაკმარისი ზომების მიღებაში და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციები საფრანგეთში, ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის შიდა ინციდენტების ზრდას დაუკავშირა.
„ეს არის შეცდომა და მიუღებელი განცხადებაა იმ ადამიანისთვის, ვინც დიპლომატი უნდა იყოს. თუ დიპლომატი ხარ, დიპლომატიის წესები უნდა დაიცვა. გადასახადის გადამხდელთა ფული სათანადოდ არ გამოიყენება ამ ტიპის განცხადებების დასაფინანსებლად. ფრანგ ელჩს ამის გაკეთების უფლება არასდროს ექნება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონის ამ ლოგიკით, ის, რაც დაუშვებელია საფრანგეთისთვის, მისაღებია და დასაშვებია საქართველოსთვის. შეგახსენებთ, სწორედ საფრანგეთის აწ უკვე ყოფილი ელჩი იყო ის დიპლომატი, რომელიც თავს უფლებას აძლევდა და ესწრებოდა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების სასამართლო პროცესებს, მოსამართლეებს მოუწოდებდა, რომ სასამართლო დარბაზიდან გაენთავისუფლებინა, მისი შეფასებით, „პოლიტიკური პატიმრები“. მეტიც, მხარს უჭერდა რადიკალურ პროცესებს, თავს უფლებას აძლევდა და ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებდა. ფრანგი დიპლომატის ეს ქმედება საფრანეთის საგარეო უწყებამ არ დაგმო, მეტიც, მხარი დაუჭირა დიპლომატს, რომელიც უცხო ქვეყანაში ლობირებდა სახელმწიფო გადატრიალებას. აი, ასეთია ევროპული დიპლომატიის პოლიტიკა.
შალვა პაპუაშვილი სრულად იზიარებს პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. რა თქმა უნდა, სწორია, როცა სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დიპლომატებს აქვთ პრივილეგიები, რომელთა საპირწონედ დგას ის თავშეკავება, რაც მათ შიდა საკითხებში ჩარევაზე უარის თქმის სახით უნდა გამოიჩინონ.
„ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელები. პრეზიდენტმა მაკრონმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ დიპლომატები დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, უნდა იყვნენ ხიდები ხელისუფლებებს შორის და არა - აქტორები შიდა პოლიტიკაში. სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ვხედავთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა თავად ხდება ასეთი ჩარევის ობიექტი, მათ შორის, გახსოვთ საფრანგეთის განცხადება არჩევნებში ჩარევაზე, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს და დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს. მხოლოდ მივესალმები, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ცხადად აღნიშნა, რომ დიპლომატების მისია არის დიპლომატების საქმიანობა და ხიდის გადება ორ სახელმწიფოს შორის. პოლიტიკოსები პოლიტიკურ განცხადებებს რამენაირად მიხედავენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ემანუელ მაკრონის მიერ, აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ცალკეული პოლიტიკოსები პატარა ქვეყნებთან დაკავშირებით.
„ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ - შეუძლიათ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად კი, როდესაც თვითონ აწყდებიან იმავე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ, როგორ შეიძლება, თურმე, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები სხვა, პატარა ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. თუმცა არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ევროპის სახელმწიფოებს ბუნებრივი რეაქცია აქვთ, როცა ამა თუ იმ ქვეყნის დიპლომატი არღვევს დიპლომატიური ქცევის წესებს, მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატი შეიძლება ჩართული იყოს.
„ევროპის სახელმწიფოებს ბუნებრივი რეაქცია აქვთ ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის დიპლომატი არღვევს დიპლომატიური ქცევის წესებს, მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო არის მეორეხარისხოვანი ქვეყანა, სადაც დიპლომატი შეიძლება პირდაპირ იყოს ჩართული შიდა პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში, რევოლუციური პროცესების წახალისებასა და დაფინანსებაში. ამაზე თუ ხელისუფალი ან პოლიტიკოსი პროტესტს თუ გამოთქვამს და შენიშვნა იტყვის, ეს არის უპატივცემულობა, დასავლური ღირებულებებისგან დაშორება და რუსული პროპაგანდის, ასე ვთქვათ, წინ წამოწევა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა დაინახოს და საბოლოო ჯამში შეეგუოს იმას, რომ მარტო თვითონ არ არიან სახელმწიფოები, საქართველოც ანალოგიურად დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
პოლიტოლოგის თამარ კიკნაძის განცხადებით, საფრანგეთი ძლიერი ატომური ქვეყანაა და ბუნებრივია, მას თავისი ამბიციები აქვს. თუმცა, აქ მთავარია განხეთქილება ამერიკასა და საფრანგეთს შორის.
„საფრანგეთმა აღიარა პალესტინა და ბუნებრივია, აქ განხეთქილებაა პრეზიდენტ ტრამპსა და საფრანგეთს შორის. რატომ? ამერიკელებს და ინგლისელებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ. ინგლისელები არ არიან მომხრე იმისა, რომ ისრაელმა ასეთი პოლიტიკა აწარმოოს. კისინჯერის სიტყვებია - „ისრაელს დარჩა რამდენიმე წელი, რომ იყოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. შეიძლება, ის რუკიდან საერთოდ გაქრეს“. რასაც ნეთანიაჰუ აკეთებს, ეს არის ისრაელის საწინააღმდეგო. ღაზას სექტორში, ფაქტობრივად, გენოციდია და საერთოდ, ძალიან ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა ამერიკელებისა და ინგლისელების პოზიცია. როგორც ამბობენ, თვითონ მაკრონიც როტშილდების მიერ არის ამ თანამდებობაზე და ბუნებრივია, ინგლისელების ინტერესებს ატარებს.
თვითონ ტრამპი არის ევანგელისტი, რომელიც სოლომონის ტაძრის აშენებას უჭერს მხარს და უფრო მეტი სიონისტია, ვიდრე თვითონ სიონისტები. ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს ებრაული ლობის, სიძეც ებრაელია. დღეს დადგა ისეთი დრო, როდესაც, დაახლოებით, მეორე მსოფლიო ომის წინ იყო, როდესაც ინგლისისა და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ერთ-ერთი ეს განხეთქილება არის, სწორედ ისრაელის საკითხი“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
რაც შეეხება ელჩების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველოში არ მუშაობს 1961 წლის ვენის კონვენცია იმიტომ, რომ ელჩები ერევიან შიდა საქმეებში და მათი განცხადები იძლევა საფუძველს, რომ ელჩები გამოაცხადონ პერსონა ნონ-გრატებად.
„მაგრამ ხელისუფლება ერიდება ამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. ის დამოკიდებულება რაც აქამდე იყო, ჩვენი ბრალი იყო იმიტომ, რომ ყველაფრის საშუალებას ვაძლევდით. ამერიკის ელჩი იჯდა აქ და ავტოფარეხის აშენების საკითხშიც კი ერეოდა. დეპარტამენტის უფროსს, თუ დამლაგებელს ვერ დანიშნავდი, თუ არ შეუთანხმებდი ამერიკის ელჩს. ვიღაც ევროპელმა მაღალჩინოსანმა რაღაც თქვა და იქ დამთავრებული იყო ყველაფერი, მაგრამ მორჩა ეს პერიოდი! დღეს, ჩვენი პოლიტიკოსები აფიქსირებენ, რომ საქართველო ღირსეულად აწარმოებს თავის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, ის ნეოკოლონიალური დამოკიდებულება, რომელიც იყო და რასაც მიჩვეულები იყვნენ, ახლა აღარ მუშაობს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას, თამარ კიკნაძემ.
ჰოოოო??
მართლაააა?? მაშ ეგრე იყოოო??
აბა აქაურები რომ განსაკუთრებით მაგ თემაზე ძალიან ძალიან, ვჩხუბობდით და ერთ ამბავში ვიყავით, გიჟები კი არ ვიყავით?
არადა რამდენს გვიტრაკებდნენ შემოთრეულები...............აბა რუსეთი გინდათოოო?/(დაქნეულები)
აი როგორ ყველაფერი ერთი ერთზე აცხადდა (*ერთი ერთზე კი არა დაჟე ერთი ათად აცხადდა)
ისე ტრამპი ცოტა იმედებს მიცრუებს......... ტემპი არ უვარგა, ტემპი ....
და მაინც მარაჟამს..................... ქუნემ კოლუმბი,.... ქუნემ