გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკიმ და „დიფ სთეითმა“ რომ საქართველო დაკარგეს, ამაში ცუდი არაფერია

გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკიმ და „დიფ სთეითმა“ რომ საქართველო დაკარგეს, ამაში ცუდი არაფერია

ზელენსკიმ და ზოგადად დიფ სთეითმა რომ საქართველო დაკარგეს, ამაში ცუდი არაფერია, - თქვა ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული“.

ზელენსკი სამწუხაროდ დიფ სთეითის შემადგენლობაშია და თავის ხელისუფლებასთან ერთად უსურვებდა საქართველოს ბავშვების და ქალების დახოცვას და ა.შ. რა თქმა უნდა, ომმა დაკარგა საქართველო, ლგბტ პროპაგანდამ დაკარგა საქართველო, სამაგიეროდ საქართველო შეიძინა მშვიდობამ, ტრადიციებმა, რწმენამ, ცივილიზაციამ. საქართველო არის ის, სადაც არის ტრადიციები, რწმენა, მშვიდობა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში. ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ მცირდება, ხოლო საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე, და მრავალი წლის განმავლობაში ბელარუსიც რუსეთზე დამოკიდებულებისკენ მიიწევდა. ევროპას არ შეუძლია მოლდოვის დაკარგვაც“.