„ესენი ციხეებს მოიხდიან, ისინი კი, ვინც ამათ გაქეზებაში ფულს იღებდა, მალდივის კუნძულებზე დაისვენებენ“

„ესენი ციხეებს მოიხდიან, ისინი კი, ვინც ამათ გაქეზებაში ფულს იღებდა, მალდივის კუნძულებზე დაისვენებენ“

ივლისს, სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული, 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სასამართლოს ეზოში მინდაძის ოჯახის წევრები და მხარდაჭერები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც სკანდირებენ - მონებო, ივანიშვილის მონებო, გალუსტაშვილი მონა.

ასევე აქციის მონაწილეებმა შავი ფერის კვამლიც გაუშვეს, რომლებიც მათ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა წაართვეს. რთულია პროგნოზირება რა მოჰყვება დაკავებების სერიის გაგრძელებას და რამდენად არის მოსალოდნელი პროტესტის მუხტისა და დაძაბულობის გაზრდა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პირველი პრეცენდენტი, რომ ქვეყანაში ახალგზარდებს დანაშაულები უნდა ეპატიოთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა. მისი შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში გადატრიალებისა და არეულობის მოწყობას ცდილობენ, არიან ექსტრემისტები, რომლებიც დაფინანსების საფასურად აკეთებენ ამას.

სახელმწიფო ამიტომ არსებობს, ვინც დააშავებს და კანონს აბუჩად აიგდებს, სახელმწიფოს დამცველებს შეურაცხყოფას მიაყენებს, უნდა დაისაჯოს. ძველი რომაელები ამბობდნენ, ყველა კანონი ცუდია, მაგრამ კანონი კანონია - კანონმა უნდა იკანონოს, თუ კანონმა არ იკანონა, ქვეყანაში ყალიბდება ანარქია, რასაც ჩვენი სახელმწიფო ვერ დაუშვებს. ჩვენ ეს ერთხელ გამოცდილი გვაქვს, როდესაც ამბობდნენ, რა მოხდა მერე, თუ მილიციას შეურაცხყოფა მიაყენა ბავშვმა, ბავშვია და გავუშვათ - ბავშვი არის 14 წლის ასაკამდე, 21 წლის ასაკის ბავშვი აღარაა, მით უმეტეს, გამოქვეყნდა მასალები, სადაც ვიღაც მინდაძე პირდაპირ დამიზნებით, პიროტექნიკას ესვრის პოლიციელებს და ერთ-ერთი პოლიციელი ისე დაშავდა, რომ ლამის ფეხი ამპუტაცია დასჭირდა. ამიტომ, ის ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, არიან ერთი მუჭა ექსტრემისტები, რომლებიც შესაბამისი დაფინანსების საფასურად ამას ჩადიან.

ადამიანები იქ ყოფნაში, რომლებიც სასამართლო განაჩენს ელოდებიან, მთავარი დამნაშავე არის სალომე ზურაბიშვილი, რადგან მისი იმედი ჰქონდათ, რომ ის შეიწყალებდა, სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ეს ყველაფერი შერჩებოდათ. სალომე ზურაბიშვილს რომ არ შეეწყალებინა გრიგორიადისი და გმირად არ გამოეყვანა, დარწმუნებული ვარ, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა - ესენი ციხეებს მოიხდია, ისინი კი მალის კუნძულებზე დაისვენებენ, ვინც ამათ აქეზებდა და ამათ გაქეზებაში ფულს იღებდა, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო- საპარლამენტო ასამბლეამ დოკუმენტი მიიღო, სადაც ეუთო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საზოგადოების სურვილს გამოხატავს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას და დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილისუცხოელი აგენტებისკანონის გაუქმებით;

გამოვხატავთ შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არჩევნების შემდგომი მოვლენების გამო, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამო, რაც დოკუმენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ“, - წერია ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტშიპორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“.

ასევე, 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა და ეს უკვე უწყვეტი პროტესტის 218- დღეა, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც.