„რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა - ევროპული ღირებულებების ნაცვლად ევროპული ექსტრემიზმი“

„რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა - ევროპული ღირებულებების ნაცვლად ევროპული ექსტრემიზმი“

აქცია - „საქართველო დადექი“ ვერ შედგა. შესაბამისად, მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ და გედი ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს, იმ მოტივით, რომ 8 ოპოზიციურმა ძალამ უარი თქვა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ხოშტარიას ულტიმატუმი არ აინტერესებთ გახარიას პარტიაში და აცხადებენ, რომ ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ. ამ დრომდე გაურკვეველია რას იზამს „ლელო“.

ხოშტარია-ფოფხაძის 3-დღიანი პერფორმანსი, რომელითაც შეწუხებული და შეშფოთებული იყო გერმანიის ელჩი, დასრულდა. რეალურად ამ შიმშილობის მიზეზი შემდეგი იყო - იმისათვის, რომ აქცია „საქართველო დადექი“ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი, საჭირო იყო ისეთი სახის პოლიტიკური სვლა, რომელიც მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე მიიყვანდა.

შესაბამისად, ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე დაგეგმილი იყო ტრიბუნიდან გაცხადება, რომ მომიტინგეების თხოვნით აქცია არ დაიშლებოდა, აქციის მონაწილეების რაღაცა ნაწილი სოლიდარული იქნებოდა ხოშტარია-ფოფხაძის მიმართ და გაფართოვდებოდა მოშიმშილეთა ჯგუფიც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს აქციაც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი აქცია, დაფინანსებული იყო, ვერ შედგა და შესაბამისად, ხოშტარია-ფოფხაძეც შიმშილს მაძღრად ყოფნას არჩევენ.

ხოშტარიას ე.წ. შიმშილობის აქცია რომ საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის იყო დადგმული, ამას ისიც ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ფედერალისტები“, ანუ ის პარტიები, რომლებსაც გაცხადებული ჰქონდათ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდნენ.

„ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხა და დაიშალნენ.

მმართველ გუნდში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ იხარჯება უცხოური ფული სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დასამხობად, მაგრამ შალვა პაპუაშვილის განცხადებით ამას ვერ ეღირსებიან ვერც შიგნით და ვერც გარეთ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რადიკალების აქციაზე, სადაც სცენიდან საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.

„ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების“ მიერ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო. საგანგაშოა, რომ ამგვარი ქცევით ევროკავშირის საელჩო ქართველების თვალში ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს.

ეს არის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ ფარული დაფინანსებებით, რასთან დაკავშირებითაც ვერაფრით მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ ახლა პასუხისმგებლობა სრულად არის ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოზე. ფაქტია და პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი.

როგორ გადახარშავენ ამ მოცემულობას, რომ ვიღაცები ევროკავშირის მოქალაქეების ფულით სხვა ქვეყანაში გეგმავენ ხელისუფლების დამხობას, ეს უკვე მათი პრობლემაა. ვუყურებთ, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემიზმი, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც გასაკვირი და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ჩანს, საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის ახალი ეტაპი იწყება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თუ ადრე ევროკავშირი ფარულად აფინანსებდა სასარგებლო იდოტებს, ანუ მეხუთე კოლონას, დღეს ღიად აფინანსებს და აცხადებს, რომ გააგრძელებს „სამოქალაქო საზოგადოების“ დაფინანსებას. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას, ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის და ასეთი ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში.

„კარგი ის არის, რომ ამ პროცესებს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2 000-კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართაც კი შემცირებულია ნდობა რადიკალურად, 80%-იდან თითქმის 50%-მდე. იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება „დიფ სთეითის“ მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ნდობას ქართული საზოგადოების თვალში ევროპული სტრუქტურების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ისაუბრა დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებზე, რომლებიც, მისი განცხადებით, უცხოეთიდან ფინანსდება.

„ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20%, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქვეყნის შიგნით კი ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ, ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Aburjga Tasmanieli რაც ჩამოგვივიდა სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებები, დღიდან დაარსებისა, საუკუნეთა შინა! თქვენ თუ ვინმემ მოგატყუათ და დაგაბოლათ, რაღაც სხვა გეგონათ ახლა მაინც ხომ მიხვდით და გაიგეთ სინამდვილეში ხომ გაერკვიეთ?! მაშ რაღას დაგიჩემებიათ ჩვენ ევროპისკენ სვლას ვაგრძელებთ, ჩვენი ადგილი ევროპაშია, 2030 წელი ... და ამის მსგავსი სხვა ათასი სისულელე?! ე.ი. საქართველო მაინც ევროპისკენ მიისწრაფის, რომელმაც მხოლოდ მე-20 საუკუნეში ორი მსოფლიო ომი გააჩაღეს?! პირველ მსოფლიო ომის შედეგები - პირველი მსოფლიო ომი თავისი მასშტაბებითა და შედეგებით ისტორიაში მანამდე ცნობილ ყველა ომს აღემატებოდა. ამ ომში ჩაბმული იყო 38 სახელმწიფო 1,5 მლრდ მოსახლეობით (დედამიწის მოსახლეობის 2/3). დაპირისპირებული მხარეების არმიებში მობილიზებული იყო 74 მლნ ადამიანი. ომში დაიღუპა 9,5 მლნ ადამიანი, ხოლო დაიჭრა და დასახიჩრდა 20 მლნ-ზე მეტი. მე-2 მსოფლიო ომი - ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80 %). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ — 27 მლნ., გერმანია — 5,25 მლნ., პოლონეთი — 4,5-6 მლნ., იუგოსლავია — 1,7 მლნ., იაპონია — 1,8 მლნ., აშშ — 318 000, დიდი ბრიტანეთი — 386 000, საფრანგეთი — 810 000, იტალია — 330 000, რუმინეთი — 378 000, უნგრეთი — 420 000, ფინეთი — 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. მართალია პირველი მსოფლიო ომი ერქვა 1914 -1918 წლწბში მიმდინარე ომს, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში 30 წლის განბმავლობაში (1618-1648 წლები) ევროპაში მიმდინარეობდა საშინელი ომი რომელშიც ჩაბმულები იყვნენ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო. ოცდაათწლიანი ომის დროს დაღუპულთა დაახლოებით 8 მილიონი ადამიანიდან 7,5 მილიონი გერმანელი ან ჩეხეთის მოქალაქე იყო, რაც ომამდელი მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენდა. ბოჰემია იმპერიის ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი იყო. ომის დაწყებისას არსებული 35 000 სოფლიდან მხოლოდ 6 000 დარჩა დიდწილად ხელუხლებელი. პროვინციის 2 მილიონიანი მოსახლეობიდან სულ მცირე 700 000 ადამიანი დაიღუპა. ბოჰემიის ერთ რაიონში ომის შედეგად მოსახლეობის 75 პროცენტი, პირუტყვის 80 პროცენტი და სახლების 66 პროცენტი განადგურდა. იმპერიის სხვა ნაწილები თითქმის ისევე დაზარალდნენ. მხოლოდ შვედეთის არმიამ, რომელიც ოცდაათწლიანი ომის სხვა არმიებზე მეტად დამანგრეველი არ იყო, გერმანიაში 17-წლიანი ყოფნის განმავლობაში 1500 ქალაქი და 18 000 სოფელი გაანადგურა. ათწლეულების განმავლობაში არმიები და შეიარაღებული ბანდები გერმანიაში მგლების ხროვებივით დახეტიალობდნენ და ხალხს ცხვრებივით ხოცავდნენ. ომებს, რომლებსაც ნაპოლეონ ბონაპარტი 1799-1815 წლებში სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებდა, ჩვეულებრივ ნაპოლეონის ომებს უწოდებენ. ნაპოლეონმა ევროპის პოლიტიკური რუკის გადახაზვა 18 ბრიუმერის გადატრიალების განხორციელებამდე და პირველი კონსულის სტატუსამდეც კი დაიწყო. ჰანოვერის კამპანიამ, მესამე კოალიციის ომმა ანუ 1805 წლის რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის ომმა, მეოთხე კოალიციის ომმა ანუ 1806-1807 წლების რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის ომმა, რომელიც ტილზიტის ცნობილი ზავით დასრულდა, მეხუთე კოალიციის ომმა ანუ 1809 წლის ავსტრია-საფრანგეთის ომმა, 1812 წლის სამამულო ომმა და ევროპული ძალების მეექვსე კოალიციის ომმა ნაპოლეონის წინააღმდეგ და, ბოლოს, ასდღიანი ეპოქის კამპანიამ, რომელიც ნაპოლეონის ვატერლოოსთან დამარცხებით დასრულდა, სულ მცირე 3,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ისტორიკოსი ამ მაჩვენებელს ორჯერ აორმაგებს.... მოკლედ ამ ევროპაზე სისხლიანი, საზარელი და გარყვნილი არაფერია ამ ცოდვილ დედამიწაზე. ყველა უბედურების სათავე არის ევროპა და ვინც ამ ე.წ. ევროპის დღეს ზეიმობთ სწორედ თქვენ ხართ ევროპსი ბოროტი ფენომენის უშუალო მსხვერპლნი!
54 წუთის უკან