არგენტინაში სახელმწიფო ხარჯების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

არგენტინაში სახელმწიფო ხარჯების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

არგენტინაში სახელმწიფო ხარჯების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. BBC-ის ცნობით, დახურულია სკოლები, ბანკები, მაღაზიების დიდი ნაწილი.

შეჩერებულია რკინიგზისა და მეტროს მუშაობა. პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერის, ექტორ დაჰერის განცხადებით, 24-საათიანი გაფიცვა წარმოადგენს გაფრთხილებას პრეზიდენტ ხავიერ მილეისთვის. პროფკავშირები ითხოვენ, გადაიხედოს სუბსიდიებისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილება.

მილეის განცხადებით, მკაცრი ეკონომიკური ზომები საჭიროა არგენტინის სახელმწიფო დეფიციტისა და ინფლაციის შესამცირებლად. მან გააკრიტიკა გაფიცულები და განაცხადა, რომ მთავრობა პროფკავშირებთან არაერთ საკითხთან დაკავშირებით უკვე წავიდა დათმობაზე.