უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების უფლების მიცემით შეერთებული შტატები უკრაინის ომში ჩაერთო, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას, - იუწყება The Guardian-ი.
„ვაშინგტონმა კიევი აიძულა, რუსეთის ტერიტორიაზე მიეტანა იერიში. ამიტომ, რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ მტრულ ძალებს თავდასხმებისთვის მაღალი საფასური გადაახდევინოს. რუსეთის ბრძოლა იმპერიალისტებისგან თავდაცვაა და ამ ბრძოლაში ჩრდილოეთ კორეა და მისი არმია ყოველთვის რუსეთს დაუჭერს მხარს”, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.