Reuters: ბაიდენი უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

Reuters: ბაიდენი უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული მხარის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს საკუთარი მარაგებიდან უკრაინას სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გადასცეს, რათა კიევმა რუსეთის შეტევა შეაჩეროს.

ამერიკა უკრაინას, აგრეთვე, გადასცემს ნაღმებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს და HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სისტემებისთვის განკუთვნილ შეიარაღებას.

მოსალოდნელია, რომ დახმარების ახალ პაკეტში კასეტური ჭურვები შევა. წინადადება კონგრესს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს წარედგინება. როგორც სააგენტო იტყობინება, სამხედრო დახმარების პაკეტმა დამტკიცების პროცესში, შესაძლოა, ცვლილება განიცადოს.