დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, რადგან აღნიშნული სივრცეებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს.
ამ დროისთვის, გამგეობამ შვიდი მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა - დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსთან, მესამე კვარტლის მე-9 და მე-10, მე-11 და მე-12, მე-13 და მე-15 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 24-ე კორპუსთან და თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ის მიმდებარედ.
სპორტულ მოედნებზე გაკეთდა კალათბურთის ახალი ფარები, ფეხბურთის კარის ბადეები დ ა მოწესრიგდა მოედნების კარკასი.
სამუშაოების განსახორციელებლად 34 057 ლარი დაიხარჯა.