ფოთის ქუჩის N43-ში ავარიული შენობის აღდგენა მიმდინარეობს

ფოთის ქუჩის N43-ში ავარიული შენობის აღდგენა მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ფოთის ქუჩის N43-ში ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკვლის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. პროექტის მიხედვით, ასევე, დაზიანებული ნაწილები არმატურის ჯავშანში აღდგება და შეიცვლება დაზიანებული ფანჯრები.

სამუშაოებს შპს ელმო“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 122 900 ლარია.

სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.