დისევის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაცია წესრიგდება

დისევის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაცია წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა დისევის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.

სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.