საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის მიხეილ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან რობერტ კუპიეცკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კატარჟინა პელჩინსკა-ნალენჩთან, ეროვნული უშიშროების ბიუროს უფროსის მოადგილესთან ზბიგნევ ვლოსოვიჩთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ მიაჩესლავ გოცულთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პოლონელ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სტეფან ნიეშიელოვსკისთან და კომიტეტში უმცირესობის წარმომადგენელთან სტანისლავ ვჟიონტეკთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრლუფლებიან ელჩთან ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო 1939-1945 წლებში პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალი.