შალვა პაპუაშვილი: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს

შალვა პაპუაშვილი: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს

დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მშვიდობიანი დამხობის“ გეგმას.

მისი თქმით, პროცესები გარედან არის მართული და ეს ყველასთვის ნათელია.

გაცხადებული არის, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა, ეს არის რასაც ჩვენ ვაკვირდებით. მე პირადად ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არის გარედან მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან გარედან, ვხედავთ მათ ვიზიტებს და დააანონსეს კიდევაც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები, არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი კიდევ ასეთი გამწვავებაა. ამის შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან.

ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა არის არჩევნები. არანაირი არჩევნები ახლა ცენტრალური ხელისუფლების შესაცვლელად არ იგეგმება. არის ადგილობრივი არჩევნები, სადაც ისინი განზრახ არ მონაწილეობენ. შესაბამისად, ხაბეიშვილს, ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ კოჰორტას გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიული გზით ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე. აქედან პირდაპირ იკითხება, რომ მათი ერთადერთი გზა არის არადემოკრატიული ანუ ძალადობრივი შეცვლა ხელისუფლების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დოი ნახავთ, 4 ოქტომბერს რამდენი პოლიციელი დადგება ხალხის მხარეს“ – გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გვამცნობს ამას,თავად გაქცეული,გადახვეწილი და გაშიშვლებული ფიქრობს წააქეზოს აქეთ დარჩენილები !
1 საათის უკან