რიკოთის გვირაბში, სატვირთო ავტომობილიდან სამშენებლო მასალები გადმოცვივდა, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
როგორც "რუსთავი 2-ს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის სატრანსპორტო საშუალება ტერიტორიიდან გაყვანილია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.