შეჯიბრი კრივში

შეჯიბრი კრივში

საქართველოს შეარაღებულ ძალებში კრივში პირად გუნდური პირველობა გაიმართა. რიგით მე-4 ჩემპიონატზე კრივში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სპეციალური დანიშნულების ძალების და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წარმომადგენლები შეეჯიბრნენ.

ჩემპიონატში მონაწილე 45-მა სამხედრომ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებისთვის ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და ასპარეზობის მიმდინარეობის დეტალებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟიც მიიღო.

ჩემპიონატი 60, 64, 69, 75, 81, 90, +90 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაიმართა. ბრძოლები საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა და მას კრივის ეროვნული ფედერაციიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები და თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ.

გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც შესაბამისი სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.