რა ტიპის მანქანების ქირაობაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოში?

რა ტიპის მანქანების ქირაობაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოში?

ცხოვრება ბევრი სხვადასხვა დიდი თუ პატარა არჩევანისგან შედგება. ზოგჯერ ერთი შეხედვით მარტივმა არჩევანმაც შეიძლება შეცვალოს შენი დღე თუ გეგმები - მოულოდნელ ხათაბალაში გაგხვიოს ან პირიქით, პატარა გასეირნებაც დაუვიწყარ თავგადასავლად აქციოს. 
 
მანქანის ქირაობაც ასეთი არჩევანია - თავიდან უბრალოდ გადაადგილების საშუალებად გეჩვენება, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ შერჩეული მანქანა ყოფილა. მოგზაურობის ბოლოს შეიძლება განშორებაც კი გაგიჭირდეს იმ ყველგანმავალთან, რომლითაც თუშეთის გზებს გაუმკლავდი თუ ჰიბრიდთან, რომელმაც მთელი რეგიონი ისე მოგატარა, საწვავის ფასზე არ გიდარდია. 
 
რა თქმა უნდა, ჯერ სწორად უნდა აირჩიო საუკეთესო ხარისხის, ფასის და  მოქნილი პირობების მქონე კომპანია, დროს დაგიზოგავთ და გეტყვით, რომ ასეთი Tbiliso Car Rental-ია. ახლა კი მათ არჩევანს გადავხედოთ და მიმოვიხილოთ, რა ტიპის მანქანებს ირჩევენ საქართველოში ყველაზე ხშირად და რატომ?
 
1. ყველგანმავალი (SUV) მანქანები
 
ყველაზე მოთხოვნად კატეგორიას SUV ტიპის ავტომობილები წარმოადგენს – განსაკუთრებით პოპულარულია მთიან რეგიონებში მოგზაურობისას (ყაზბეგი, სვანეთი, ბორჯომ-ბაკურიანი, თუშეთი, ხევსურეთი). Tbiliso Car Rental-ის ავტოპარკში შეგიძლიათ რთული გზა გაიმარტივოთ ისეთი ავტომანქანებთან ერთად როგორებიცაა: Toyota Land Cruiser 100, Lexus GX 470, Nissan XTerra, Toyota 4Runner, Toyota RAV4, Ford Escape, Jeep Patriot, Mitsubishi Pajero IO, Renault Duster
 
უპირატესობები:
 
● მაღალი გამავლობა და გამძლეობა რთულ გზებზე
 
● სივრცე და კომფორტი დიდი ოჯახისთვის ან/და დიდი ბარგისთვის
 
● უსაფრთხოება რთულ კლიმატურ პირობებში
 
2. ეკონომკლასის სედანები – ქალაქისთვის იდეალური არჩევანი
 
თბილისში ან სხვა ქალაქებში გადაადგილებისთვის ხშირად ირჩევენ Toyota Corolla-ს, Prius C-ს, Camry-ს, Hyundai Elantra-ს, და მსგავსი ტიპის ეკონომ კლასის სედანებს. ისინი იდეალურ ბალანსს ქმნიან ფასსა და კომფორტს შორის.
 
სარგებლიანია მათთვის, ვინც:
 
● გეგმავს მოკლევადიან ვიზიტს
 
● გადაადგილდება მხოლოდ ქალაქში ან მის შემოგარენში
 
● ამცირებს საწვავის ხარჯს
 
3. მინივენები და დიდი მანქანები – ჯგუფური მოგზაურობისთვის
 
მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მოგზაურობისას იდეალურია  7–8 ადგილიანი მინივენები. Tbiliso Car Rental-ის ავტოპარკში წარმოდგენილია Toyota Sienna და Kia Carnival ტიპის მოდელები, რომლებიც იდეალურია ჯგუფური მოგზაურობისთვის. თუ კიდევ უფრო დიდი ჯგუფით ვმოგზაურობთ თბილისოში მერსედეს ბენცის სპრინტერი და ავტობუსიც კი მოიპოვება
 
რატომ ირჩევენ:
 
● დიდი შიდა სივრცე მგზავრებისთვის და ბარგისთვის
 
● კომფორტული ასვლა/ჩასვლა 
 
● მთის ვიწრო გზებისთვის მინივენიც იდეალურია თავისი ზომების გამო
 
4. ჰიბრიდები და ელექტრომანქანები – ეკო-მეგობრული მოგზაურობა
 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტომანქანებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ვითარდება, მოთხოვნა გაზრდილია ჰიბრიდულ მოდელებზე (Toyota Prius, Honda Insight). ისინი განსაკუთრებით პოპულარულია ქალაქში და საშუალო მანძილის მოგზაურობებზე.
 
უპირატესობები:
 
● საწვავის ეკონომია
 
● გარემოზე ზრუნვა და გამონაბოლქვის ნაკლები ემისია
 
5. პრემიუმ კლასის სედანები და მინი ავტომობილები
 
Tbiliso Car Rental ასევე გთავაზობთ პრემიუმ სედანებს (Mercedes-Benz E-Class, BMW 5 Series) — ქორწილებისთვის, საქმიანი ვიზიტებისთვის, VIP სერვისით და მძღოლის დაქირავების შესაძლებლობით. 
 
და ბოლოს – არჩევანი თქვენზეა
 
მანქანის ქირაობისას მთავარი კრიტერიუმია თქვენი საჭიროების ზუსტი განსაზღვრა — სად მიდიხართ, რამდენი ხნით, რამდენი ადამიანი და რა გზებზე იმოგზაურებთ. საბედნიეროდ, Tbiliso Car Rental-ის ფართო ასორტიმენტი ამ პირობების სრულად პასუხობს.
 
მრავალფეროვანი არჩევანი და გამართული პირობები საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ მოგზაურობა ზუსტად იმ ტიპის მანქანით, რომელიც თქვენთვის ყველაზე შესაფერისია.