არა, რა თქმა უნდა არ დაბრუნდება. იმიტომ წავიდა აქედან, რომ არ დაბრუნდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
გოგა ხაინდრავას თქმით, თვითონ კი არ წავიდა, გაარიდეს.
„როდისღაც დაბრუნდება, მაგრამ ახლა არ დაბრუნდება, თვითონ კი არ წავიდა, გაარიდეს. ერთადერთი ფიგურა, რომელიც გაარიდეს. ასე თუ ისე კონსტრუქციული იყო, არჩევნებზე ლაპარაკობდა. დანარჩენები ყველანი ჩამოწერილი ფიგურები არიან და ჩათვალეს, რომ მათი ციხეში გაგზავნით, იქნებ ვნებათაღელვა გამოიწვიონ საზოგადოებაში. რა ვნებათაღელვაა კი ვხედავთ“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.