კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადება (ვიდეო)

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადება (ვიდეო)

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ განმარტება გააკეთა. ტატო ურჯუმელაშვილის განცახდეთბით, ღია ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით კონკურენტული გარემოა. მისთვის გაუგებარია ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი ხმაური, რაც სატენდერო პირობებთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული.

„სახელმწიფო შესყიდვების არსებული სისტემა გამორიცხავს ამა თუ იმ კომპანიისთვის რაიმე სახის პრივილეგიის მინიჭებას, რადგან სისტემა თავად ახდენს მიმწოდებელი კომპანიების რანჟირებას ფასის მიხედვით. შემდეგ ხდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი კომპანიის შეფასება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.“ - განაცხადა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ.

კომპანია Foodline Georgia თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობდა. ერთ შემთხვევაში მოთხოვნილი საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო, 17 აპრილს, ეს კომპანია, მოიხსნა ტენდერიდან. თუმცა Foodline Georgia-მ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში და ამჟამად მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვის პროცესი.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, კომპანია ‘ლამპარი 2008’ მოთხოვნილი საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო, 17 აპრილს მოიხსნა ტენდერიდან. შესაბამისად სატენდერო პაკეტი გადავიდა მეორე ყველაზე დაბალფასიან შემოთავაზებაზე, რომელიც კომპანია „foodline Georgia“-ს, ეკუთვნოდა. მეორე ეტაპზე კომპანია Foodline Georgia-ს მოეთხოვებოდა დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოედგინა 19 აპრილამდე. თუმცა ტენდერის შეჩერების გამო კომპანია „foodline Georgia“-ს სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა გადაიდო.

არცერთ ზემოაღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული არ არის გამოვლენილი.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ყველა ღია ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე https://tenders.procurement.gov.ge