ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-თან (ვიდეო)

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-თან (ვიდეო)

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ და გამომცემლობის დირექტორმა თინათინ ასათიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი ქართველი სამხედროების ცოდნის გაღრმავებისა და ინტელექტუალური დონის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„გამომცემლობა პალიტრა L”-მა თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკებს, ქართული პროზის საგანძურის 63 ტომი საჩუქრად გადასცა. ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებს პალიტრა მედიამ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა“ - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებენ გეგმას, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და დეტალები განისაზღვრება.