თეთრი ხნული, შავი თესლი, თესლი მთესველს ეუბნება
დათა ახალაიას სკანდალურმა წერილმა, «ნაციონალურ მოძრაობაში» დიდი არეულობა შეიტანა. ახალაია «ნაციონალთა» საპარლამენტო მარცხს ვანო მერაბიშვილს, მის შეცდომებსა და ძალაუფლებისკენ უზომო ლტოლვას აბრალებს. კუდის ყოფილი უფროსი მერაბიშვილს ასახელებს «რეჟისორად» იმ სკანდალური დანაშაულობებისა, რომლებმაც «ნაციონალებს» 1 ოქტომბერს წირვა გამოუყვანა _ ე. წ. ციხის კადრები და ლაფანყურის სპეცოპერაცია. დათა ახალაია, ასევე, მერაბიშვილს ასახელებს იალღუჯას სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცების წამების ინსპირატორად, რის გამოც ახლა მის ძმას, ბაჩო ახალაიას, ასამართლებენ. «დათა ახალაიას უსტარი» უკვე იქცა კვირის თემად. დიდი შანსია, პროცესები ისე წარიმართოს, 19 აპრილს დაანონსებული დიდი «ნაცთავყრილობა» აღარ გაიმართოს, თუ გაიმართება, უკეთეს შემთხვევაში, რუსთაველი მერაბიშვილის მომხრე-მოწინააღმდეგეთა საქმეების სახალხო გარჩევის ადგილად იქცევა.
დაპირისპირება მერაბიშვილისა და ახალაიების კლანს შორის დიდი ხნის დაწყებულია. საზოგადოება უკვე ინფორმირებულია ამ დაპირისპირების დატალების თაობაზე, ამიტომ მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რაც ხალხმა არ იცის, რისი მოძიებაც, «ნაცმოძრაობის» შიდა წყაროებზე დაყრდნობით მოვახერხე. მხოლოდ იმას დავძენ, რომ ეს ინფორმაცია თავად «ნაციონალური მოძრაობის» ცენტრალური ოფისიდან პარტიის იმ წევრებმა მომაწოდეს, რომლებიც ამ პარტიის დატოვებას შიდა დაპირისპირების გამო ისედაც აპირებდნენ და 19 აპრილის თავყრილობაზეც დიდი ენთუზიაზმით წასვლას არ ფიქრობდნენ. ეს ადამიანები, რომელთაც პარტიაში სოლიდური წონა გააჩნიათ, 19 აპრილამდე აპირებენ პარტიის დატოვებას.
მერაბიშვილსა და ახალაიებს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას 11 აპრილს მიაღწია. სწორედ ამ დღეს შეხვდნენ «ნაცმოძრაობის» ოფისში ვანო მერაბიშვილი და როლანდ ახალაია. უფროსმა ახალაიამ გვარიანად გამოლანძღა მერაბიშვილი, უთხრა, რომ ყოფილი ხელისუფლების მთელი დანაშაულობებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ მისმა შვილებმა აგეს პასუხი. «ერთი დაჭერილია და მეორესაც დაიჭერენ, მერე არც მე დამინდობენ, მომიხსნიან დეპუტატის იმუნიტეტს და შენ ისევ სუფთა ჰაერზე ივლიო», _ მიუხლია როლანდ ახალაიას ვანოსთვის.
მისთვის, ასევე, უთქვამს, რომ მისი შვილები სწორედ მერაბიშვილის დავალებების შესრულების გამო ისჯებოდნენ, ისიც შეუხსენებია, რომ ბაჩო ახალაია, თავის დროზე, სახალხო დამცველის მოადგილე იყო და სწორედ მერაბიშვილის თხოვნით გადავიდა ძალოვან უწყებაში სამუშაოდ. როლანდ ახალაიამ ისიც შეახსენა მერაბიშვილს, რომ სწორედ მისი და მიხეილ სააკაშვილის თავდებობოთ ჩამოვიდა საქართველოში ძებნილი ბაჩო ახალაია. მათი დაპირებით, ბაჩო ან ციხეში არ უნდა ჩამჯდარიყო და თავდებით უნდა გაეთავისუფლებინათ, ანდა დაჩქარებული წესით უნდა წარემართათ მისი საქმის გამოძიება, სასამართლოც სასწრაფოდ მიუსჯიდა სასჯელს, შემდგომში კი პრეზიდენტი შეიწყალებდა. მიშამ და ვანომ კი ვერც ერთი პირობა ვერ შეასრულეს.
მამა-ახალაიას საყვედურები კი მოისმინა მერაბიშვილმა, მაგრამ მოკლედ უპასუხა, _ სულ ფეხებზე მკიდია შენი შვილები, პარტია მყავს გადასარჩენი და ამ საქმეს ვიღაც აუცილებლად შეეწირება, შესაძლოა, მალე მეც დამიჭირონო. რაც შეეხება დაპირებებს, მიშა რასაც მეუბნებოდა, მე მხოლოდ იმას გიმეორებდი, წადი ახლა და სააკაშვილმა გიშველოთო. საუბარი ცხარე კამათში გადაზრდილა, რაც იმით დასრულებულა, რომ მერაბიშვილს კაბინეტიდან გამოუგდია როლანდ ახალაია (დაცვას უბრძანა მისი გაყვანა).
ვანო მერაბიშვილმა, გარდა იმისა, რომ შეურაცხყო როლან ახალაია, საბოლოოდ აიღო ხელი ახალაიების დახმარებაზე. დიდი შემწე და მათთვის მდგომარეობის შემამსუბუქებელი, რომც მოინდომოს, შესაძლოა, არც არის ძალაუფლებადაკარგული მერაბიშვილი, მაგრამ მთავარია ფაქტი _ მან ახალაიების დასახმარებლად ჯერ ხელი არ გაანძრია, მერე კი დაპირისპირების განსამუხტავად არაფერი გააკეთა. მეტიც, როლანდ ახალაიას შეურაცხყოფით მათ შორის არსებული უფსკრული უფრო გააღრმავა. როლანდ ახალაიასა და მერაბიშვილის ამ შეხვედრის, მათი ლაპარაკის შინაარსი ბაჩო ახალაიმ შეიტყო. სწორედ მან შეუთვალა ძმას, რომ მერაბიშვილმა ისინი საბოლოოდ გაწირა და მოქმედებისკენ მოუწოდა. დათა ახალაიას პირველი ნაბიჯი ზემოხსენებული წერილის გამოქვეყნება იყო, თუმცა ეს დასაწყისია. ახალაიების კლანის არქივში უამრავი კომპრომატი ინახება არა მხოლოდ «ქართული ოცნების» ლიდერებზე, არამედ თავად «ნაცმოძრაობის» თავკაცებსა და პრეზიდენტზეც კი. წყაროები ირწმუნებიან, რომ ახალაიებმა გადაწყვიტეს, ვანო მერაბიშვილისა და სხვა ბობოლა «ნაციონალთა» ჩაძირვით თავად დაალაგონ ურთიერთობა ივანიშვილის მთავრობასთან და, თუ ადრე მეგის ქარდავას ხელით «მეოცნებეების» კომპრომეტირებას აპირებდნენ, ახლა პირიქით _ თავის თანაგუნდელებს დაარტყამენ და მათ ისეთ კომპრომატებს დაუდებენ, საქართველოდან გასაქცევად ექნებათ საქმე.
ვანო მერაბიშვილი როცა მთელ საქრთველოს, მათ შორის, ოპოზიციასა და თავის თანაგუნდელებს უსმენდა, ფარულად იღებდა მათ უღირს ქმედებებს, ამას სწორედ ახალაიებისა და მათი ქვეშევრდომების ხელით აკეთებდა. მას შემდეგ, რაც სოდის უფროსის პოსტიდან ვანო მერაბიშვილმა ერეკლე კოდუა მოხსნა, დათა ახალაია, ფაქტობრივად, ქვეყნის უშიშროების მინისტრად იქცა. ოფიციალურად კუდის თავმჯდომარე იყო და სოდსაც აკონტროლებდა. თავის მხრივ, ამ ორი დეპარტამენტის კურატორი, მერაბიშვილის მარჯვენა ხელი _ ამირან მესხელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მესხელი დიდი ვერაფერი მაკონტროლებელი ყოფილა. ახალაიების ხელთ უამრავი კომპრომატია. წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაშიც კი შეაღწია და პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საძრახ საქციელზე უამრავი კომპრომატი აქვს. მთელი ეს მასალა დათა ახალაიას ხელში იყრიდა თავს, რადგან ნებისმიერ სპეცოპერაციას კუდი და სოდი ახორციელებდნენ. დათა ახალაია არჩევნებში «ნაციონალთა» მარცხის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა და კომპრომატებიც თან წაიღო. ვიდრე მერაბიშვილი ახალაიებს აიმედებდა, რომ მათ უსაფრთხოებას დაიცავდა, ხოლო ძმებსა და მამას ციხეს აარიდებდა, მანამდე ახალაიები საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მერაბიშვილმა ახალაიების პატრონობაზე აიღო ხელი და დათა ახალაიაც ძმის მითითებით გააქტიურდა.
დათა ახალაიას ხელთ აქვს ძალზე სერიოზული სექსუალური ხასიათის კომპრომატები «ნაციონალური მოძრაობის» პარტიულ და პოლიტიკურ ლიდერ ქალბატონებზე. მათ შორის, ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარი ქალბატონისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის აღვირახსნილობის სრული ჩანაწერი. აღნიშნული ფარული ჩანაწერი, მერაბიშვილის ინიციატივით, სწორედ კუდმა გადაიღო პოლონეთში, ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში. მეორე სკანდალური ჩანაწერია სააკაშვილის ყოფილი მინისტრის (მამაკაცის) და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის გეი-ორგიიის ამსახველი კადრები. ეს ჩანაწერი თბილისში, სასტუმრო «ქორთიარდ მერიოტში» გაკეთდა. ამავე ქართველი მინისტრისა და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის (სატრანსპორტო სფეროდან) სექსუალური აქტიც ამავე სასტუმროშია გადაღებული. სხვათა შორის, ამ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის შესახებ სააკაშვილმაც იცოდა, როდესაც მისი კანდიდატურა მინისტრის პოსტზე წარუდგინეს. თავიდან წინააღმდეგი იყო, დაენიშნა, მაგრამ ვანო მერაბიშვილისა და გიგა ბოკერიას რჩევას დათანხმდა, თან უხუმრია _ თუ ევროკავშირში შევდივართ, ერთი პედერასტი მინისტრი ჩვენც გვყავდეს კაბინეტში, როგორმე ავიტანთო.
ამ ნამინისტრალის შესახებ ამასღა ვიტყვი _ იგი 1 ოქტომბრის არჩევნების წინ უკვე აღარ იყო პოსტზე და, თავის დროზე, ეკონომიკური ბლოკის ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი გახლდათ. მაგრამ ამით არ მთავრდება ყოფილი ხელისუფლების «მამაკაცთა» სექსუალური თავგადასავლები. დათა ახალაიას ხელთ აქვს ერთ-ერთი მოქმედი «ნაციონალი» დეპუტატისა და ევროპის «სახალხო პარტიის» ერთ-ერთი ევროპარლამენტარის სექსუალური აქტის ჩანაწერი, რომელიც სტრასბურგის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. იმავე პარლამენტარისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი გეი-თანამშრომლის სექს-აქტის ფარული ჩანაწერიც დათა ახალაიას მრავალფეროვან არქივში ინახება. ეს ჩანაწერიც «სტრასბურგულია».
გარდა ამისა, დათა ახალაიას ხელთაა «ნაციონალი» დეპუტატების ოჯახის წევრების _ ცოლების, დედების, დების, რძლების, ქალიშვილების სექსსკანდალები, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის ლესბოსური ურთიერთობები მეგობარ ქალბატონებთან. შემზარავია, რომ ვანო მერაბიშვილი ახალაიების ხელით საკუთარი მოადგილეებისა და შს სამინისტროს დეპარტამენტების უფროსების ოჯახის წევრებსაც უთვალთვალებდა და მათ უსაქციელობას ფარულად იღებდა. ასევე, ისმინებოდა ყველა მინისტრის, მინისტრის მოადგილის, ყველა დეპუტატის ტელეფონები და ცხადია, თუ რომელიმე მათგანზე საეჭვო ინფორმაციას ჩაიგდებდა მერაბიშვილი, დათა ახალაიას მის კონტროლზე აყვანას ავალებდა. ხანგრძლივი ფარული თვალთვალისა და მოსმენების შემდეგ, საჭირო დროსა და ადგილას, სპეცსამსახურები ახერხებდნენ ობიექტის იმ სიტუაციაში გადაღებას, რომელიც მისი კომპრომეტირებისთვის გამოადგებოდათ. მერაბიშვილს სააკაშვილის პირად დაცვაშიც ჰყავდა აგენტები. როდესაც სააკაშვილი უცხოეთში რომელიმე სასტუმროში ჩერდებოდა, დაცვა საგანგებოდ ამოწმებდა საპრეზიდენტო ნომერს, რომ მოსასმენი ან ფარული გადამღები აპარატურა არ ყოფილიყო იქ. მათ ძებნაში კი მერაბიშვილის აგენტები, სადაც საჭიროდ თვლიდნენ, იქ ამონტაჟებდნენ ფარულ გადამღებებს. ეს «დამონტაჟება» ვინმეს ხანგრძლივი პროცესი არ ეგონოს. მაგალითად, კარადაზე შეიძლება დააგდო წამლის აბისხელა მოწყობილობა, რომელიც კარადის შეფერილობას თავისით მიიღებს და 24-საათიან რეჟიმში იღებს იმ არეალს...
ვანო მერაბიშვილი იღებდა ყველა შეხვედრას, რომელიც თანაგუნდელებთან ჰქონდა. მათ შორის იმ შეხვედრებს, რომლებზეც ბიზნესწილების გადანაწილებაზე იყო საუბარი. ასევე, შეხვედრებს, რომლებზეც კონკრეტული პოლიტიკოსები საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის ლობირებას, ახლობელ-ნათესავთა დასაქმებას და დანაშაულებში გახვეული შინაურების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას სთხოვდნენ მერაბიშვილს. არსებობს კიდევ მრავალი ტიპის ფარული ჩანაწერი «ნაციონალ» პოლიტიკოსებსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე, რომელთა ერთი ნაწილის გამომზეურება მათ ციხისკენ მიმავალ გზას გაუხსნის, მეორე ნაწილის გამოქვეყნება კი უამრავ უხერხულობას შეუქმნის. წყაროს ინფორმაციით, ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ კახა ბენდუქიძე, დავით კეზერაშვილი, ძმები _ გელა და დავით ბეჟუაშვილები, ზაზა გოგავა, გია ბარაბიძე, გიორგი მელაძე, გოკა გაბაშვილი, გიგი უგულავა, მამუკა ახვლედიანი, ლაშა მაქაცარია, ზაზა გოროზია, გურამ მისაბიშვილი, მერაბ სამადაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ არსოშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პალიკო კუბლაშვილი, ხათუნა კალმახელიძე, გიორგი არველაძე, აჩიკო გეგენავა, აკაკი ბობოხიძე, ბადრი ბასიშვილი, დათო კირკიტაძე, დევი ოვაშვილი, გოჩა ენუქიძე, გიგი წერეთელი, გიორგი თევდორაძე, რამაზ ნიკოლეიშვილი, ანდრია ურუშაძე, კობა ხაბაზი, ლადო ვარძელაშვილი, პაპუნა დავითაია, ნიკა გილაური, ნიკა რურუა, ნუგზარ აბულაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, თემურ გრიგალაშვილი, ზაზა გამცემლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, ვერა ქობალია, რატი სამყურაშვილი და კიდევ სხვა მრავალი «ნაციონალი».
აღნიშნული ჩანაწერები ახლა დათა ახალაიას ხელთააა. შეიძლება ითქვას, მას ის ბომბი უჭირავს ხელთ, რომლითაც მთელი «ნაცმოძრაობის» აფეთქება შეუძლია. თუ ეს გააკეთა დათა ახალაიამ, არ არის გამორიცხული, მართლა გადაირჩინოს თავი და ბაჩო ახალაიაც გამოიყვანოს ციხიდან. «ქართული ოცნების» სოლიდურ ლიდერებს, ცხადია, უღირთ ,მათზე არსებული კომპრომატების სანაცვლოდ, დათა ახალაიამ «ნაციონალები» საბოლოოდ ჩაძიროს. დიდი შანსია, ახალი პილიტიკური გარიგების მოწმენი გავხდეთ _ ახალაიები ციხეს გადარჩნენ და მერე ეს ყველაფერი პოლიტიკურ კოაბიტაციად მოინათლება. ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე ერთი ფაქტიც მეტყველებს: რამდენიმე დღის წინ ახალაიების მარჯვენა ხელი, მეგის ქარდავა, «ქართული ოცნების» ლიდერებზე კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრებოდა (აღნიშნული კომპრომატების არსებობა ბიძინა ივანიშვილმაც კი დაადასტურა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე), დღეს კი აცხადებს, რომ მას ხელისუფლების წევრებზე არანაირი კომპრომატი არ გააჩნია. ქარდავა ახალაიების მითითებით მოქმედებს, მეტიც, ყველა სარწმუნო წყაროს თანახმად, დღესაც მეგის ქარდავა და დათა ახალაია ერთად იმყოფებიან. ლოგიკითაც ასე გამოდის, რომ ახალაიები ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას ალაგებენ, ქარდავას პირით «ქართულ ოცნებას» აღარ ემუქრებიან და ახლა მათ განადგურებას ეშურებიან, ვინც ისინი გაწირა _ ვანო მერაბიშვილისა და მშობლიური «ნაციონალური მოძრაობისა».