“რუსთავი 2”-ის ეთერში ჯვარსა და მედალიონზე დაიფიცა, ფული არც მას და არც მისი მთავრობის წევრებს სახლში რომ არ წაუღიათ. ამჯერად არ უთქვამს, გაღლეტილები ვართო, მაგრამ ბევრი იტირა, გაიქაფა პირი და გაუოფლიანდა ცხვირი. ჰო, ცხვირი ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებ მოიწმინდა, თმებიც არ ჰქონდა შესამჩნევად გადაღებილი და არც ჰალსტუხი შეუჭამია, მაგრამ იყო მასში რაღაც მისეული, ქარიზმატული, განსაკუთრებით მაშინ, როცა როლში შედიოდა და დასანგრევ-დანგრეულ- აშენებულ-ასაშენებელზე ლაპარაკობდა და წუწუნებდა, როგორ გააუქმა მთავრობამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. უმადურობა კლავს ადამიანს, მიშას უმადურობა არ კლავს, გულდაწყვეტილი კი ჩანს- ლაზიკა არ ააშენებინეს. მიშამ იცის, კარგი ცხოვრება ძვირად ფასობს. მიშამ ისიც იცის, რომ კარგი ცხოვრება უფრო კარგია თუ ამას სხვის ხარჯზე ახერხებ. ჰოდა, თუ ძალაც შენს ხელშია და „გულავის“ სახელმწიფო საიდუმლოების დონეზე აქაჩვა შეგიძლია, რატომ არ უნდა იტირო პირდაპირ ეთერში და კიდევ რად არ უნდა იგრიალო კულისებში? ჯერ კიდევ გუშინ რეალურად არავინ იცოდა, რატომ გადავიდა აგვისტოს ომიდან სახელმწიფო დაცვის სამსახურის თემაზე ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, რატომ აჩვენეს კიდევ ერთხელ მიწაზე მფორთხავი მიშას კადრები? პრინციპში, იდეა ასეთი იყო – დაცვა კი მოგიხსნეს, მაგრამ მას არც ომის დროს და არც ომის შემდეგ არაფრის ეშინია! დღეს უკვე გაირკვა რომ მიშას დაცვა მხოლოდ დაცვისთვის არ სჭირდებოდა!
„სახელმწიფო შენ მეწველი ძროხა ხომ არ გგონია?“ - ეს ფრაზა ნოდარ დუმბაძის ცნობილი რომანის გმირს ეკუთვნის. მიშას „მამალი ძროხა“ კარგად იწველება და კარგად რომ იწველება, ამაზე „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტებიც მეტყველებს, რომლებიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა: ”წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ბიუჯეტის მქონე დაცვის სპეციალური სამსახურიდან სრულიად არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები. ეს თანხები მიდიოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირების, მათ შორის ქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორის, პარლამენტის წევრების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებაზე და გართობაზე. წინა მოწვევის პარლამენტის წევრები – კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი ახალ წელს პრეზიდენტთან ერთად დუბაიში შეხვდნენ და მათ გართობაზე დაიჯახარჯა 240 ათასი ლარი. ასევე ჩემს კოლეგა ქალბატონს (მარიამ საჯაიას) პრეზიდენტმა უყიდა ძვირად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი და სამაჯური. გარდა ამისა, სააკაშვილმა უკრაინელ მომღერალს, რომლის მამასაც საქართველოს მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ მიანიჭა, რადგან თავის ქვეყანაში ძებნილი იყო, ოქროს ნაკეთობები აჩუქა. საკმაოდ ძვირად ღირებული ოქროს ნაკეთობა აქვს ნაკიდი და ნაჩუქარი ასევე რუსი ჟურნალისტისთვის. ასევე, პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ძვირადღირებულ ავსტირულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში დახარჯეს 115 ათასი ლარი. მხოლოდ პრეზიდენტის ესპანეთიდან ჩამოყვანილი პირადი მზარეულის ცხოვრების ხარჯები და თარჯიმნით მომსახურება საერთო ჯამში აღწევს ნახევარ მილიონ ლარს, რადგან 25 ათასი ლარი ჯდებოდა ეს ყველაფერი თვეში”.
ეს ისაა, რაც ითქვა. მოდით, ვნახოთ რაც არ თქმულა. ვნახოთ ვენახი კი არა და, ან თხა, ან მგელი და ან თოფი, მოდით ვნახოთ სხვა ხარჯები.
ფორმა #018, საავანსო ანგარიში #4-3, თანხით 66168,77 ლარი ანუ 39678, 64 დოლარი, თარიღი 2012 წლის 10 თებერვალი, ავანსის დანიშნულება ფარული ხარჯები. ახლა ვნახოთ ფარული ხარჯის უკვე არაფარული დანიშნულება: პრეზიდენტის სტუმრებისათვის შეძენილი ავიაბილეთის ღირებულება – თითოეული 208, 8 დოლარი, სულ 5. პრეზიდენტის სასტუმრო მომსახურეობის ხარჯი 2222,08 დოლარი, 4588,26 დოლარი, სტუმრებისთვის – ზ. დარჩიაშვილი, რ. გლუქსმანი, ნ. ტაბატაძე, რ. ადამია თითოეულს 293,96 -372,96 დოლარი, სტუმრების კვება დაჯდა 3141,64 დოლარი. სააკაშვილი ირინა მელაის 982 ლარიან საჩუქარს- კულონს და ძეწკვს ჩუქნის. გამყიდველი შპს „დაფიონი სამკაულია“, მყიდველი ფიზიკური პირი მალხაზ შარიაშვილი, ძეწკვის სინჯი საბჭოურია, წონით სულ რაღაც 5,24 გრამია, კულონი კი 4,05 გრ. იწონის. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა 2012 წლის 9 ივნისს სანდრა რულოვსის დავალებით ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ნიკოლოზ სააკაშვილის სწავლისთვის ორი თვის გადასახადი თანხით 1570, 70 ლარი. ედუარდ სააკაშვილის 2010-2011 სასწავლო წლის გადასახადი 14 000 ლარს შეადგენს.
მიშას ოჯახის წევრებს მწვანე ჩაი არ „ნაყვარებათ“, ისინი შავ ჩაის სვამენ, ვაშლს, ატამს, სპაგეტს, ორცხობილას, შოკოლადის ნამცხვარსაც კი სახელმწიფოს ხარჯზე მიირთმევდნენ. ახლა, ვინმე თუ არ იკითხავს, პრეზიდენტი ხელფასს რაში ხარჯავდაო, კარგი იქნება. ეს ისედაც ცხადია, პასუხი ცალსახა და მარტივია – რა თქმა უნდა ქველმოქმედებაში! აი, ეგაა ორუცნობიანი განტოლება- სად და როდის ან ვის, რომელ გაღლეტილს გადაურიცხა საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ხელფასიდან თუნდაც ერთი ლარი! მიშას მოგზაურობა არ უყვარს, მიშას უყვარს ქართული საქმის კეთება, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტი სჭირდება. ეგაა, რომ ეს ვიზიტები მავანთათვის და ბოროტთათვის გართობად არის აღქმული. დღემდე ვარავინ მიხვდა სააკაშვილის „მსოფლიოში მაღალხარისხიან სტრატეგიას“ – დალიოს და ჭამოს ყველაფერი ძვირადღირებული და თან დარჩეს მუდამ გაღლეტილად!
გაწეული ხარჯების ჩამონათვალი:
სტუმრების კვების მომსახურება – 7351, 69 ლარი; 16552, 67 ლარი; 11880, 57 ლარი.
სამორიგეო ოთახის დაქირავების ხარჯი – 19159, 59 ლარი;
ავტოტრანსპორტით მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 23118, 33 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმრო მომსახურების ხარჯი – 4002, 58- 4002, 58 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 2668, 38 – 2668, 38 ლარი;
სამორიგეო ოთახის დაქირავების ხარჯი – 24346, 69 ლარი;
ავტოტრანსპორტით მომსახურეობაზე გაწეული ხარჯი – 32848, 73 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
სტუმრისთვის გაწეული სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 3726, 54 ლარი;
ეკიპაჟის წევრის სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 7453, 06 ლარი;
ეკიპაჟის წევრის სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 7453, 06 ლარი;
ეკიპაჟის წევრის სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 7453, 06 ლარი;
სამორიგეო ოთახის დაქირავების ხარჯი – 6281, 58 ლარი;
სტუმრების კვებითი მომსახურების ხარჯი – 3176, 75 ლარი;
მოკლედ, სულ დუბაიში „მიშას და ამალას“ „საქმიანი ვიზიტი“ 236093 ლარი და 19 თეთრი დაჯდა. ამას ჰქვია სტუმარ-მასპინძლობა? შედეგი? ვიზიტის შედეგი გაინტერესებთ? არ გიგრძვნიათ სიკეთე? არა? აი, ხომ ვთქვი დასაწყისში – უმადურობა კლავს კი არა და უმადურობა გასაღლეტს გაღლეტს! ჰოდა, კარგად ჩაიხედეთ საქართველოს ბიუჯეტის ნაციონალურ იდილიაში და თქვენც მიხვდებით, რას ნიშნავს „მსოფლიოში მაღალხარისხიანი“ მადლიერება! და კიდევ, სამხრეთ კორეაში ოფიციალურ ვიზიტამდე სააკაშვილმა დაისვენა ტაილანდში. სხვაგვარად ოფიციალური ვიზიტი ჩაიშლებოდა, აბა როგორ?! საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა სტუმრებმა – მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა ორი ღამე გაატარეს ფხუკეთის სასტუმრო “Amanpuri”-ში. სასტუმროს მომსახურების ხარჯებისთვის პრეზიდენტის სახელზე რამდენიმე ინვოისია წარმოდგენილი ერთი და იგივე თარიღებით (2012 წლის 22 მარტიდან 24 მარტამდე) და, საერთო ჯამში, გადახდილია 60 542 ლარი.