საბჭოთა მეანაბრეების კომპენსირება, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა[Video]

საბჭოთა მეანაბრეების კომპენსირება, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა[Video]

ახალგაზრდა ადვოკატთა და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციები, საბჭოთა ანაბრების კომპენსაციის საკითხზე კვლევას აწარმოებენ. დასკვნას რეკომენდაციის სახით, რეაგირებისთვის მთავრობას მაისის თვეში წარუდგენენ. მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით, მეანაბრეებთან, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან შეხვედრებს მართავენ.

ფოთში, შეხვედრა Tspress – ის რედაქციაში შედგა და საბჭოთა ანაბრების დაბურნების გზები განიხილეს.

ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საბჭოთა ანაბრების დაბრუნების სამართლებრივი გზები უნდა მოიძებნოს და ხელისუფლებამ მისი კომპენსაცია უნდა უზრუნველყოს.

მისი თქმით, მეანაბრეებისთვის კომპენსაციის გაცემა ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

იურისტის თქმით, ანაბრების დაბრუნება ამჟამინდელ ხელისუფლების საარჩევნო დაპირება არ ყოფილა, თუმცა, პრობლემის შესწავლის შემდეგ, საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ გამორიცხავენ.

–„მოქმედ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის ანაბრების დაბრუნების დაპირება არ მიუცია, რადგან არ ყოფილა საკითხი შესწავლილი, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით, ცდილობს საშინაო და საგარეო ვალის გასტუმრებას. დაწყებულია პროცესები და ჩვენ უნდა შევთავაზოთ სწორი ხედვა, თუ როგორ შეიძლება საბჭოური ანაბრის ღირსეული კომპენსაცის საკითხი გადაწყდეს,“- აღნიშნა კაიკაციშვილმა.

ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის ანაბრების დაბრუნებას პირდებოდა, თუმცა 9 წლის განმავლობაში, საკითხი არ დაძრულა.

„ყოფილმა მმართელმა გუნდმა 2012 წლის საპარალემნტო არჩევნების წინაც გასცა ეს დაპირება. კვლევის პროცესში ჩვენ გავუგზავნეთ წერილი ქვეყნის პრეზოდენტს, მიხეილ სააკაშვილს და უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ედუარდ შევარნაძემ კი მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი“- განმარტა იურისტმა.


შეხვედარზე მეანაბრეები დაინტერესდნენ იმ კრიტერიუმებით, რითაც მოხდება ანაზღაურება, ასევე პროცესის ხანგრძლივობა.

იურისტის განმრტებით, უცნობია საქართველოში რამდენი საბჭოთა მეანაბრეა. მისი თქმით, კომპენსაციის განსაზღვრისას გათვალისიწინებული უნდა იყოს, ვის რამდენი წელი ქონდა თანხა ბანკში, როგორ ფასობდა იმ დროს კონკრეტული ვალუტა.

კაიკაციშვილის განმარტებით, მეანაბრის გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაცია მის სამართალმემკვიდრეზე, შვილზე, მეუღლეზე, შვილიშვილზე და ა.შ გადადის.

საბჭოთა ანაბრების პრობლემა 14 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას აქვს. ქვეყნების ნაწილმა ანაბრები საშინაო ვალად აღიარა, მათ შორის, საქართველომ. ვალის ოდენობა 502 მლნ ლარს შეადგენს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძეს განმარტებით, საბჭოთა ანაბრების კომპენსირების საკითხი საქართველოს გარდა ყველგან დასრულებული.

„საქართველოში ჯერ არც კი დაწყებულა თუ არ ჩავთვლით ვალად აღიარებას. სრულად დასრულდა პროცესი ლიტვაში და ყაზახეთში. დანარჩენ ქვეყნებში პროცესი, ჯერჯერობით, მიმდინარეობს და ფაქტობრივად, სრულდება, მაგ უკნარინაში ერთბაშად დიდი ოდენობის თანხა გაიცა, რამაც დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა“- განმარტავს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, დაზარალებული მეანაბრეების კომპენსირება ყველამ სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყო.

ლიტვამ მოსახლეობის კომპენსირება მოახდინა ქონების პრივატიზაციის ხარჯზე ანუ ბიუჯეტში ამ კუთხით შესული თანხის 80 % დაზარალებული მეანაბრეებისკენ მიმართა.

ყაზახეთმა გამოუშვა ფასიანი ქაღალდები, დაზარლებული მეანაბრეები სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიების მეწილეები გახდნენ.

ჭიჭინაძეს განმარტებით, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად არ აღიარა, იყო აზრებაიჯანი, თუმცა 2013 წელს მეანაბრეთა კომპენსაცია დაიწყო, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მათ „კეთილ ნებას“ წარმოადგენდა.