ევროკავშირის მთავარი პრობლემები – კოსოვო, კვიპროსი, სააკაშვილი

ევროკავშირის მთავარი პრობლემები – კოსოვო, კვიპროსი, სააკაშვილი

[ატო ლობიაკასი, რადიო „თავისუფლება“]
ბრიუსელი – კოსოვო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 26 ივლისის შეხვედრის დღის წესრიგის სათავეშია, მას შემდეგ რაც გასულ კვირას საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 2008 წელს პრიშტინას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაურღვევია.

იმის გამო, რომ სერბეთი პოზიციას არ იცვლის და კოსოვოს სახელმწიფოებრიობის აღიარებას არ აპირებს, ბრუსელი ახლა ბელგრადს და პრიშტინას შორის (ორივეს ბლოკის შესაძლო წევრობას დაპირდნენ) მორიგების გზებს ეძებს.

დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა გასულ კვირაში ორივე მთავრობას წერილი გაუგზავნა და ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.

მართალია ეს ეხმარება კოსოვოს მისი ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემის აღდგენაში, თუმცა ევროკავშირი იძულებულია ფორმალურად ნეიტრალური დარჩეს ქვეყნის სტატუსის მიმართ, რადგან მისი ხუთი წევრი–სახელმწიფო – ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და კვიპროსი – კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ხუთივე ქვეყანაში სეპრატისტების წახალისების უფრთხის. ესპანეთის და სლოვაკეთის გარდა, ამ ქვეყნების უმრავლესობა მართლმადიდებელი აღმსარებლობისაა.

კვიროსის შიშები
ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ 22 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ეშტონის განცხადება, რუმინეთთან და კვიპროსთან რამდენიმესაათიან კამათს მოჰყვა, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ, რომ კოსოვოს მხარდაჭერის საკითხში ბრიუსელი ნეიტრალური დარჩენილიყო.

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკოს კიპრიანუმ, შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ძალიან ლიმიტირებულია და დაყვანილია კონკრეტულ საკითხამდე, როდესაც მაგალითად, საქმე ეხება, დეკლარაციის პროცედურულ მხარეს“.

„იმავდროულად ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება მოლაპარაკებების და დიკუსიის გზით, და არა (დამოუკიდებლობის) ცალმხრივი გამოცხადებით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მარკოს კიპრიანუმ.

საბოლოო ჯამში, ეშტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთის და კოსოვოს მომავალი „ევროკავშირშია“, თუმცა მათი სტატუსი დოკუმენტში ნახსენები არ არის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დიალოგი ამ ორს შორის „ხელს შეუწყობს თანამშრომლობას, ევროპისკენ სწრაფვაში პროგრესს და გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას“, ასევე სტაბილურობას რეგიონში.
როგორც ჩანს 26 ივლისის ევროკავშირის მინისტერიალზე ამ განცხადების ტონი აისახება.

შეხვედრაზე როგორც ჩანს სერბეთის ბლოკში ინტეგრაციის უფრო აქტიური მხარდაჭერის მიზნით ადგილი ექნება ზეწოლას ევროკავშირის შიგნით. სერბეთის ინტერგაციას დღემდე აბრკოლებდა ის, რომ ქვეყანა უუნარობას იჩენდა სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი, ძებნილი რატკო მლადიჩის დაკავებაში და უარს აცხადებდა კოსოვოს ირგვლივ თანამშრომლობაზე.

ივნისში, ევროკავშირის მინისტრებმა შეწყვიტეს სერბეთთან ასოცირებასა და სტაბილიზაციის შეთანხმების რატიფიკაციის დაბლოკვა, რითაც ფაქტობრივად გზა გაუხსნეს წევრობაზე მოლაპარაკებებს. ბელგრადმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად 2009 წლის დეკემბერში შეიტანა.

ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ ასევე დაძაბულ სიტუაციას ბოსნია–ჰერცოგოვინაში, სადაც ბევრი შიშობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრპსკას რესპუბლიკაში (ქვეყნის ბოსნიური ერთეული) შეიძლება სეპარატისტული ტენდენციები წაახალისოს.

ეშტონი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში ევროკომისარი სტეფან ფულე, ცდილობენ ბოსნიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის განამტკიცონ ბლოკის სპეციალური წარმომადგენლის და ქვეყანაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის ოფისების შერწყმით, აცხადებენ დიპლომატები.

ბლოკს სურს ასევე სტიმულების სახით, კერძოდ ფინანსური დახმარების პირობების გამკაცრებითა და იმ ჩინოვნიკების მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესებით და სხვა სანქციებით, რომლებიც არღვევენ დეიტონის მშვიდობის ხელშეკრულებას, ბოსნიის პრეტენზიულ პოლიტიკურ ელიტას თანამშრომლობისკენ უბიძგოს.

სააკაშვილის მოზიდვა
ეშტონი წევრ სახელმწიფოებს ახლახანს მისი საქართველოში ვიზიტის შესახებაც გააცნობს ინფორმაციას.

დიპლომატების განცხადებით, რომლებიც საუბარს ანონიმურობის პირობით დაგვთანხმდნენ, ბრიუსელს მიხეილ სააკაშვილთან საქმიანობა სულ უფრო რთულად მიაჩნია. მათი თქმით, ეშტონს აშოთებს ის, რომ საქართველოს ლიდერი რეალიზმის ნაკლებობას განიცდის როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით.

გასულ თვეში, ევროკავშირმა საკუთარ სადამკვირვებლო მისიას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებთან მომავალ წლამდე მანდატი გაუგრძელა, მაგრამ დიპლომატები ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან დებატები ამ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ვალდებულებების შეზღუდვაზე, გარდაუავალია.

ივნისში, ევროკავშირის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიმართ სანქცების ახალი სიის შედგენასაც გეგმავენ.
ბელგიის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივენ ვანეკერმა განაცხადა: „ჩვენ გვსურს ირანს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომისკენ ვუბიძგოთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დიალოგი შეიძლება პრობლემების გადაწყვეტის საშუალება გახდეს“.

„მაგრამ იმავდროულად, რადგან ეს ორმხრივი პროცესია, თუკი დიალოგი შეუძლებელია, მაშინ სანქციები აუცილებელია“, განაცხადა ვანეკერმა.

ირანის ბირთვული მისწრაფებების მოთოკვისკენ მიმართული ახალი სანქციების სამიზნე თეირანის ენერგეტიკული სექტორი და მისთვის ახალ ინვესტიციებზე და „ნოუ–ჰაუზე“ უარის თქმაა.

მინისტრები ღაზას სექტორში შექმნილ სიტუაციასაც განიხილავენ, მაგრამ ამ საკითხზე ახალი განცხადების გაკეთება არ იგეგმება. ევროკავშირს სურს ისრაელმა შეასუსტოს ღაზას სექტორის ბლოკადა და სიცოცხლისუნარიანი პალესტინური სახელმწიფოს შექმნის მიზნით პალესტინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

გარდა ამისა, არაბული სახელმწიფოების მხრიდან გაღებული ფონდებდან ევროკავშირი პალესტინელებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის გზებსაც სწავლობს, რომლებიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც მოსალოდნელია, მინისტრები ასევე გააკეთებენ ცალკეულ განცხადებებს ყირგიზეთის სიტუაციასა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე.
foreignpress