აშშ-ის მასშტაბური გეგმა რუსეთის წინააღმდეგ და 2020 წლის არჩევნებისთვის - პროექტი საქართველოში, ბალტიისპირეთსა და ბალკანეთში დაიწყება

აშშ-ის მასშტაბური გეგმა რუსეთის წინააღმდეგ და 2020 წლის არჩევნებისთვის - პროექტი საქართველოში, ბალტიისპირეთსა და ბალკანეთში დაიწყება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 2019-2020 წლებში საზღვარგარეთ რუსული საინფორმაციო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სისტემის შექმნას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„იზვესტიას“ ცნობით, ვაშინგტონი გეგმავს გახსნას ციფრული გამოძიების ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივ მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. 3 საპილოტე პროგრამა გაზაფხულზე უკვე დაიწყება საქართველოში, ბალტიისპირეთში და ბალკანეთში. გარდა ამისა, სპეციალური „სადამკვირვებლო მისიები“ ჩართული იქნებიან „საარჩევნო პროცესებში მოსკოვის ჩარევის ფაქტების“ გამოვლენაში. ამერიკელები მსგავსი მისიების მუშაობას გამოცდიან მარტში, უკრაინის პრეზიდენტის და მაისში, ევროპარლამენტის არჩევნების დროს. 2020 წლისთვის კი ვაშინგტონს უფრო მასშტაბური გეგმები აქვს, აშშ გეგმავს განსაკუთრებული მონიტორინგი გაუწიოს ყაზახეთის, მოლდოვის, ტაივანის და შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვენესუელის, საქართველოს, ლიეტუვას და მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებს. შტაბბინა, რომელიც ამ გლობალური ქსელის მუშაობის კოორდინირებას მოახდენს, განთავსებული იქნება ვაშინგტონში. ასევე იგეგმება პროექტში ისეთი უდიდესი Iთ კომპანიების ჩართვა, როგორებიც არიან Fაცებოოკ, თწიტტერ და Gოოგლე.

„იზვესტიას“ წყაროების ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრი უახლოეს მომავალში მონტენეგროში გამოჩნდება.