იტალიაში ქალის ფორმაში გადაცმული მაფიის „ბოსი“ დააკავეს

იტალიაში ქალის ფორმაში გადაცმული მაფიის „ბოსი“ დააკავეს

იტალიაში ნეაპოლის პოლიციამ ქალის ფორმაში ჩაცმული, მაფიის ბოსი მარკო დი ლაურო დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა La Repubblica-მ გაავრცელა.

ქალაქის პოლიციამ, დამნაშავის აყვანის ოპერაცია შაბათს, ორ მარტს ჩაატარა. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, კრიმინალს იარაღი არ ჰქონია და მას პოლიციისთვის არც წინააღმდეგობა გაუწევია.

38 წლის დი ლაურო ნეაპოლიტანური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი სახელი, ყველაზე ძებნილი დამნაშავეების რიცხვში 2005 წელს შეიყვანა. მარკო დი ლაუროს სიაში მხოლოდ კოზა ნოსტრას ლიდერი უსწრებდა.