ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ მოიპოვა. ოპოზიციური, ლიბერალური „რეფორმების პარტიას" ხმების 29%  აქვს. ამის შესახებ BBC წერს.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველ ცენტრისტულ პარტიას ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 23%-მა. ამ პარტიის ტრადიციული ამომრჩევლები არიან ესტონეთის რუსულენოვანი მოქალაქეები.

მესამე ადგილზეა მემარჯვენე-პოპულისტური სახალხო-კონსერვატიული პარტია, რომელსაც ხმების 17,8% აქვს.

ესტონეთის პარლამენტის 101 მანდატისთვის იბრძოდა 1099 კანდიდატი 10 პოლიტიკური პარტიიდან. პარლამენტში გამარჯვებული პარტია 34 მანდატს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულ პარტიას კი 26 მანდატი ექნება.

აღსანიშნავია, რომ პოზიციები გაიუმჯობესა ულტრამემარჯვენე „ესტონეთის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ“, რომელმაც 17.8 პროცენტი აიღო და პარლამენტში 19 მანდატი ექნება. საპარლამენტო ბარიერი ასევე გადალახეს კონსერვატიულმა პარტია „ისამაამ“ და სოციალ-დემოკრატებმა, რომელთა შედეგი 11.4 და 9.8 პროცენტია.