ვლადიმერ ბედუკაძე:

ვლადიმერ ბედუკაძე:"გამორიცხულია მიშა სააკაშვილს პატიმრების არაადამიანური წამებების შესახებ არ სცოდნოდა"

 

“ძალიან მძიმე სათქმელია და განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია ეს ალექსანდრე თეთრაძის ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მე ვადასტურებ, რომ პოლკოვნიკი სწორედ წამების დროს შემოაკვდათ. ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, მას აუპატიურებდნენ რეზინის ხელკეტით ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია. მზად ვარ, მათ ხელი დავადო და დავამტკიცო ის, რასაც ახლა ვამბობ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება”, -

"სასჯელაღსრულების სისტემაში, ყოველ პარასკევს ე.წ. "წითელი პარასკევი" ეწყობოდა და სისხლის გუბეები დგებოდა საკნებში. სააკაშვილის სისხლიანი ხროვის წევრები უმოწყალოდ სცემდნენ და აწამებდნენ პატიმრებს".

"გამორიცხულია მიშა სააკაშვილს პატიმრების არაადამიანური წამებების შესახებ არ სცოდნოდა. მეტიც, მან ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტში "მოღვაწეობის" გამო დააწინაურა. სააკაშვილმა თქვა, რომ ბაჩო ახალაიამ "გაქაჩა". რასაც ნიშნავს "გაქაჩვა", ყველასთვის გასაგებია",

"ძირითადი საყრდენი სასაჯელაღსრულების სპეცრაზმი იყო, რომელსაც ყველა დარბევის დროს იყენებდნენ. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს. ეს სპეცრაზმი ემორჩილებოდა ბაჩო ახალაიას"

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიუდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მე-8 საპყრობილის (გლდანის) ყოფილი მორიგე ინსპექტორი - ვლადიმერ ბედუკაძე