„პროვოკაციები იქნება“ - საპროტესტო აქცია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად

„პროვოკაციები იქნება“ - საპროტესტო აქცია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, ხოლო პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი 25 ნოემბრის აქციაზე გარკვეულ პროვოკაციებს ელოდება, თუმცა აღნიშნავს, რომ შსს კანონის შესაბამისად იმოქმედებს და შეეცდება, აღკვეთოს მოსალოდნელი პროვოკაციები.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222- მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შსს- განცხადებას გამოეხმაურა: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთოესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევაა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდებარუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“, - წერს პრეზიდენტი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან გარკვეულ პროვოკაციულ ნაბიეჯებს ელოდება:

ყველა არჩევნები წააგეს და ყოველ არჩევნებზე იძახიან გაყალბდაო. ამას აძახებინებენ მათი გარე მამები, რადგან მათ აქ ხელისუფლების შესაცვლელად დახარჯული აქვთ უზარმაზარი თანხები. რა თქმა უნდა, პროვოკაციები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდაცველები იმდენად პროფესიონალები არიან, რომ ისინი ამას ისე უმტკივნეულოდ ჩაატარებენ, როგორც საჭიროა და დამნაშავეებს მიუჩენენ ადგილს იქ, სადაც მათი ადგილია. სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ მან დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ დააგროვა გამოცდილება, თუ როგორ დაშალოს საპროტესტო აქციები ისე, რომ სერიოზულად არავინ დაშავდეს.

აქციებს იმისთვის აწყობენ, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალონ პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, თუმცა, მგონია, რომ ამ აქციას აქვს მეორე მიზანიც - საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას. ხელისუფლებამ უკვე დააგროვა გამოცდილება ასეთი და კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი აქციების დაშლის, რომ იქ ვინმე სერიოზულად არ დაშავდეს - ვფიქრობ, ამ გამოცდილებას გამოიყენებენ ახლაც და ბოლომდე შეეცდებიან მართონ სიტუაცია ისე, რომ არ მოუწიოთ მძიმე, საპოლიციო საშუალებების გამოყენება. თუმცა, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შორს წავლენ აქციის ორგანიზატორები, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული დასავლეთზე და მის დასკვნაზე საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით: პარლამენტში შესვლის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, საბოლოოდ რას იტყვის დასავლეთი არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტები, განსაკუთრებით .. ზომიერი ფრთა, თუნდაც გახარიას პარტია, ელოდება მომენტს და წელავენ რეზინას, რომ შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ისე, რომ ნაკლები პოლიტიკური ზიანი მიადგეთ, როგორც პოლიტიკურ პარტიებს.

კითხვა ისმის, რას იზამს ის ოპოზიციური ძალა, რომელიც პარლამენტში არ შევა?! 4 წელი ქუჩაში იქნება?! - პერსპექტივა არის, მათი თანდათანობით მარგინალიზაცია. თუ რაღაც დაშვებებით, ეს არჩევნები დასავლეთის მიერ აღიარებული იქნება, მგონია, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლები შევლენ პარლამენტში - იტყვიან, ჩვენ ასეთ საჩუქარს არ გავუკეთებთ ოცნებას, რომ მარტო დავტოვოთ ოპონირების გარეშე. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებენ, თითქოს იტოვებენ გზას, რომ შევიდნენ პარლამენტში, ანუ კარებს ბოლომდე არ იჯახუნებენ, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის პირველ სხდომას, როგორც წესი, საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატებიც ესწრებიან. წელს კი ეს ტრადიცია პირველად დაირღვევა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ელჩები იმის ნიშნად, რომ არ სცნობენ არჩევნების ლეგიტიმურობას, ისედაც არ აპირებდნენ ორშაბათს პარლამენტში მისვლას და მმართველმა პარტიამაც სწორედ ამიტომ თქვა უარი მა მიწვევაზე, რომ ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო. შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე უცხოელ დიპლომატებს მიზანმიმართულად არ გაუგზავნა მოსაწვევები, რადგან ესშიდა სახელმწიფოებრივი საკითხია“.