ლევან მაჭავარიანი: პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს

ლევან მაჭავარიანი: პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს

პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტში უკვე დღეს დასახელდება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს.

„პრეზიდენტს სამასი ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს. გუნდში იმ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, ვისაც წარვადგენთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტი დღეს ახალი წესით პრეზიდენტის არჩევის თარიღზე იმსჯელებს.