ლევან მახაშვილი: ჩვენი გეგმაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალარჩეულ პარლამენტთან ერთად საქართველოს უკვე ახალარჩეული მთავრობაც ჰყავდეს

ლევან მახაშვილი: ჩვენი გეგმაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალარჩეულ პარლამენტთან ერთად საქართველოს უკვე ახალარჩეული მთავრობაც ჰყავდეს

დღეს უკვე დავიწყებთ მთავრობის წევრების კანდიდატურების მოსმენას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მათ გეგმებსა და ხედვებს უსმინოს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი გეგმავს, რომ კვირის ბოლომდე საქართველოს ახალ არჩეული მთავრობა ჰყავდეს.

„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე წარადგინა 3 ახალი მინისტრობის კანდიდატი. მათი მიღწეული ისტორიული შედეგები და საქმიანობა [მათზე] ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი გეგმაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალ არჩეულ პარლამენტთან ერთად საქართველოს უკვე ახალ არჩეული მთავრობაც ჰყავდეს“, - განაცხადა მახაშვილმა.


პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დაიწყება.