იმ შემთხვევაში თუკი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში ისე გაიმარჯვებს როგორიც მათი სურვილია, მაშინ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა კერძო ტაქსებს მიადგება და ისეთ ტენდერს "მოუწყობს", "მარშრუტკების" ტენდერი მონაგონი იქნება. თუკი ე.წ. კონკურსი მართლაც ჩატარდა, თბილისში მხოლოდ ახალი ტაქსები იმოძრავებს.
სხვათა შორის, ამ დროსათვის 10-მდე "რენოს" მარკის თეთრი და ყვითელი ფერის ტაქსი თბილისში უკვე მოძრაობს. 2000 ავტომობილი ჩამოყვანილია, კიდევ 2000 კი გზაშია. მძღოლები ვარაუდობენ, რომ არჩევნების შემდეგ დედაქალაქში სხვა ტიპის ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება და მხოლოდ ახალი კომპანიის მიერ შემოყვანილი 5000-მდე ტაქსი იმოძრავებს.
"რენოს" მარკის ტაქსები უახლოესი აპარატურით არის აღჭურვილი, დღის საინფორმაციო ბაზას ჩიპი იმახსოვრებს, რომელზე აისახება ქალაქში მოძრაობა, კილომეტრაჟი, მგზავრების რაოდენობა და ა.შ.
მგზავრობის ღირებულება ამ ეტაპზე 1 კმ-ზე 40 თეთრია. ამ დროსათვის ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფას კომპანია "გალფი" ახდენს. უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია რამდენიმე ავტოგასამრთი სადგურის შექმნა, რომელიც სპეციალურად ახალ ტაქსებს მოემსახურება.
`ბიპიაის~ ინფორმაციით, ახალი ტაქსების შემოყვანას ოპერირებას, სავარაუდოდ, ის ბიზნეს ჯგუფი ახორციელებს, რომელიც თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობას აკონტროლებს.
მძღოლების შერჩევა სპეციალური ტსქტირების საფუძველზე განხორციელდა, მათი მუშაობის გრაფიკი დილის 10 სთ-დან 22 სთ-მდე გრძელდება. მძღოლებს ანაზრაურების სახით შემოსავლის 20% ერგებათ.
სხვათა შორის, უგულავას უწყება კერძო ტაქსებს კარგა ხანია მაშტრის თვალით უყურებს, მაგრამ აქამდე ვერა და ვერ შეუტიამძღოლების მრავალათასიან არმიას. პირველი გეგმა ითვალისწინებდა პარალელური ტენდერის გამოცხადებას სამარშრუტო ტაქსების ტენდერთან ერთად. ამ გეგმის განუხორციელებლობის შემდეგ, ნატენდერევს კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში კერძო ტაქსების ლოტებზე კონკურსის ჩატარება. თუმცა, მძღოლების 50000-იან შემადგენლობასთან დაპირისპირება ვერც მეორედ გაბედეს. ახლა მესამე ეტაპია, მაგრამ ეს მხოლოდ იმშემთხვევაში განხორციელდება თუკი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს და უგულავასაც თავი ქუდში ექნება.
მანამდე კი დედაქალაქის მერია კერო ტაქსების აკრძალვისა და "ტაქსების ტენდერის" გამოცხადების გეგმებს არ ადასტურებს. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ისინი არც შვილობილი კომპანიების შექმნას და არც კერძო ტაქსების ჩანაცვლებას არ გეგმავენ.
ტაქსის კერძო კომპანიები აცხადებენ, რომ თუკი დედაქალაქის მერიამ ტაქსები შემოიყვანა და შვილობილი კომპანიები შექმნა, ამით უამრავი ადამიანი დარჩება შემოსავალის გარეშე და საფრთხე ათასობით დასაქმებულ ადამიანს დაემუქრება.
კომპანია "ტაქსის" განცხადებით კი, მერიის მხრიდან მსგავსი პროექტის განხორციელება არაერთი ტაქსის მომსახურების კომპანიისა და ტაქსების ავტოპარკის გაუქმებას გამოიწვეს, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი.
საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 50 000 ტაქსი მოძრაობს, თუმცა ალანია აღნიშნავს, რომ ეს დაუზუსტებელი ციფრია. შესაძლოა მათი რიცხვი უფრო მეტი იყოს, რადგან ტაქსების რეგისტრაცია და აღრიცხვა არ ხდება.