ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთს არ შეუძლია ხალხის დაცვა მასიური თავდასხმისგან

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთს არ შეუძლია ხალხის დაცვა მასიური თავდასხმისგან

თუ პოლონეთზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმა მოხდება, ისინი ხალხის გადარჩენას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა რუსეთის 810 უპილოტო საფრენი აპარატიდან 700 ჩამოაგდეს, პოლონელებმა კი, 19-დან მხოლოდ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

რუსები 810 უპილოტო საფრენი აპარატით დაგვესხნენ თავს, ჩვენ 700 ჩამოვაგდეთ. პოლონეთმა 19-დან მხოლოდ 4 აპარატი ჩამოაგდო. ისინი ომში არ არიან, ამიტომ ასეთი რაღაცებისთვისაც მზად არ არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.