წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერიამ მუნიციპალური ტრასპორტიც მოიშველია. აქამდე უგულავას უწყება მგზავრობის ღირებულებას მუდმივად აძვირებდა, ახლა კი უცებ გაახსენდა, რომ თურმე ფასდაკლების სისტემის ამოქმედებაც შესაძლებელია.
თბილისის მერია თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს. კერძოდ, მგზავრები მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთხელ იხდიან 50 თეთრს და შემდეგ ტრანსპორტის გამოცვლისას საათნახევარის განმავლობაში უფასოდ მგზავრობენ.
მერიაში მიიჩნევენ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების სისტემა მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარულად სარგებლობს. მგზავრობის ელექტრონული ბარათით თბილისში ამ ეტაპზე მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარულად სარგებლობს. მგზავრობის ელექტრონული ბარათით თბილისში ამ ეტაპზე მილიონზე მეტი ადამიანია აღჭურვილი.
ახალი ინიციატივა 5 დღის განმავლობაში თბილისი მერიის ვებ-გვერდზე განთავსდება და თუ ის ხმათა საჭირო რაოდენობას (15 000) მოაგროვებს, მერია მას უახლოეს მომავალში განახორციელებს.
ცნობისათვის, ე.წ. საათობრივი ბილეთის პრინციპი ევროპის რიგ ქვეყნებში მოქმედებს და ის ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარულიცაა. უცხოეთში მუნიციპალური ტრანსპორტის ბილეთების მოქმედების ვადა დაახლოებით ერთი საათია. აპარატი ბილეთზე ბეჭდავს მხოლოდ საათს, ამის შემდეგ კი, ერთი საათის განმავლობაში ბილეთი ძალაშია როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ტრამვაიში.
სატრასპორტო სიახლეები ამით არ ამოიწურება. დედაქალაქელთა გულის მოგების პროცესში “თბილისის მიკროავტობუსიც” ჩაერთო. კომპანია დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის 14 ახალ სამარშრუტო ხაზს ხსნის. მოსახლეობის სურვილისა და თხოვნის გათვალისწინებით, დაგეგმილია მთელი რიგი ახალი მარშრუტების გახსნა.
“ახალი მარშრუტების გახსნა მიზნად ისახავს თბილისელებისათვის ოპერატიულად და კომფორტულად გადაადგილების საშუალების უზრუნველყოფასა და გარკვეულ უბნებში ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”, - ნათქვამია “თბილისის მიკროავტობუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ამიერიდან 134 და 19 ნომერი სამარშრუტო მიკროავტობუსები ახალი მიმართულებით ივლიან. კერძოდ, 134 ნომერი სამარშრუტო ხაზი მეტროს სადგურ “სამგორიდან”, ისნის რაიონში ყვარლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს, 19 ნომერი სამარშრუტო ხაზი კი ე.წ. “VIII ლეგიონის” დასახლებიდან დიღმის საავადმყოფოებისაკენ მოსახლეობის ოპერატიულ და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
“ახალი სამარშრუტო ხაზების გახსნა სექტებრის შუა რიცხვებამდე დასრულდება და სულ თბილისის მოსახლეობას 14 ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება”, - განაცხადეს კომპანიაში.
არადა ბოლო თვეები განმავლობაში ყვითელი მარშრუტკების მიმართ გაუთავებლად ისმოდა სამართლიანი პრეტენზიები. ზაფხულის პერიოდში კი სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ მგზავრებს 20-30 წუთი უწევდათ გაჩერებებზე დგომა და ამის შემდეგ გადაჭედილი ტრანსპორტით მგზავრობა.
პრობლემის მოგვარების “თბლისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობაც იძლეობა, დედაქალაქის მერიაც და შიგადაშიგ ნაცმოძრაობის ბობოლა დეპუტატებიც, მაგრამ სანამ არჩევნები არ მოახლოვდა, არაფერს საშველი არ დაადგა. ამ რამდენიმე კვირის წინათ მიხეილ მაჭავარიანი იმის პირობასაც დებდა, რომ ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების ახალი სისტემა (ისეთივე როგორსაც ახლა დედაქალაქის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე აამოქმედებს) ყვითელ “მარშრუტკებზეც გავრცელდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ პირობის შესრულებას პირი არ უჩანს.