კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხე საქართველოსაც ემუქრება

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხე საქართველოსაც ემუქრება

დეპუტატ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხე საქართველოსაც ემუქრება. როგორც გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყოველწლიურად მსოფლიოში ტემპერატურის მატების შედეგად 300 ათასი ადამიანი იღუპება.

,,30 ნოემბერს იწყება ისტორიული სამიტი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზედაც განხილული იქნება დოკუმენტი, კლიმატის ცვლილებების შეჩერებასთან დაკავშირებით. მდგომარეობა არის კატასტროფული. ბოლო მონაცემებით, მოსალოდნელია 6 გრადუსამდე ტემპერატურის ზრდაც. დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება დედამიწაზე ყოველწლიურად და ეს მონაცემები გაიზრდება. არც საქართველოშია ამ მხრივ კარგი ვითარება. ბოლო 15 წლის განმავლობაში 0,6 გრადუსით გაიზარდა ტემპერატურა საქართველოში. გაიზარდა გვალვების ინტენსივობაც. ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს ამ მხრივ. შეერთებული ვართ ერების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლისთვის გამონაბოლქვების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ყველაფერს ამას სჭირდება თანხები და კარგი იქნება პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატოს. ჩვენ ცივილიზებულ ქვეყნების გვერდით უნდა ვიყოთ. თუ ეს ყველაფერი არ შევაჩერეთ საფრთხე ემუქრება ჩვენს მომავალს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.