გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ განახლებულა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის რუსეთის ფედერაციისგან, რომლის შესახებ ინფორმაცია გერმანიის საგარეო უწყებამ განაახლა.

კერძოდ, ვებგვერდზე საქართველოს შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის 30 ოქტომბრით თარიღდება. სხვა სახელმწიფოებზე ინფორმაცია 2025 წელს არის განახლებული - რუსეთის ფედერაციის შესახებ - 12 მარტს, აზერბაიჯანის შესახებ - 20 მარტს, სომხეთის შესახებ - 20 მარტს, თურქეთის შესახებ კი 5 მარტს.

მმართველი გუნდისთვის აღნიშნული დეტალით კარგად ჩანს გერმანიის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დიპლომატიური უწყება მხარს უჭერს გერმანიის ელჩს და რომ პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ინტერესებს წარმოადგენს.