ინგლისური საფეხბურთო კლუბის „ლივერპულის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი დიოგუ ჯოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის 28 წლის იყო.
ავარია ესპანეთში, სამორას პროვინციაში მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ჟოტა თავის ძმასთან, ასევე ფეხბურთელ 26 წლის ანდრესთან ერთად იმყოფებოდა, გზატკეცილიდან გადავიდა და დაიწვა. ავტომობილში მყოფი ორივე ახალგაზრდა დაიღუპა.
სულ რამდენიმე დღის წინ დიოგუ ჟოტა რუტ კარდოსოზე დაქორწინდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს.
2024/2025 წელს ჟოტა „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2021/2022 წლებში კი ინგლისის თასი მოიგო. 2020 და 2024 წელს ის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობდა.