როგორც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლთან ფედერიკა მოგერინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციებს შეეხო.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მხარეებმა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრეს.
„ქალბატონ მოგერინისთან ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს თავისუფალ გარემოს, მედიის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ ამ მხრივ მართლაც ძალიან ბევრი გავაკეთეთ უახლოესი სამი წლის განმავლობაში და ვართ მართლაც აღიარებული ლიდერი ჩვენს რეგიონში. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე ფედერიკა მოგერინის გავაცანი იქ არსებული ვითარება, ბოლო ინფორმაციები და ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ქალბატონ მოგერინის ჩართულობა, უშაუალოდ მისი მხადაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვენერიტეტის და დამოუკიდებლობისადმი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის ჩამოსვლას საქართველოში, მისი აქტიური ძალისხმევისთვის, მე მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება, ჩვენ ერთ კვირაში ბრიუსელში შევხვდებიოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.