ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში იმყოფებიან.
ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია დაკითხვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ დაიბარა.
მოდულის შენობასთან, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც არიან შეკრებილები.