თურქეთში სატირული ჟურნალის,

თურქეთში სატირული ჟურნალის, "ლემანის" რედაქტორი და კარიკატურისტი დააკავეს

თურქეთში სატირული ჟურნალის, "ლემანის" რედაქტორი და კარიკატურისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების მიზეზი გახდა ნახატი, რომელზეც ერთმანეთს რაკეტების ფონზე ხელს ართმევენ წინასწარმეტყველები - მოსე და მუჰამედი, რაც აღქმული იყო, როგორც ომის სცენარი და რელიგიური კონსერვატორების მხრიდან მკაცრი დაგმობა დაიმსახურა. რედაქციასთან იყო საპროტესტო აქციაც.

გამოცემაში კი განმარტავენ, რომ კარიკატურაზე არა წინასწარმეტყველები, არამედ უბრალოდ მათი მოსახელეები - მოსე და მუჰამედი არიან გამოსახულები.