მორიგი რუსული ავიაიერიშის პარალელურად, სირიაში სახმელეთო ოპერაციაც მიმდინარეობდა

მორიგი რუსული ავიაიერიშის პარალელურად, სირიაში სახმელეთო ოპერაციაც მიმდინარეობდა

როიტერის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავებმა კვლავ მიიტანეს მორიგი იერიში სირიაში, ჰამას და იდლიბის პროვინციაში.

როგორც ცნობილია, იერიშის დროს, გამოყენებული იყო „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტები. გარდა ამისა, როგორც მონიტორინგის სპეციალურმა ჯგუფმა განაცხადა, რუსულ ავიაიერიშების პარალელურად, 4 სხვადასხვა ლოკაციაში სირიელი სამხედროების სახმელეთო ოპერაციაც მიმდინარეობდა. მონიტორინგის ჯგუფი არ აკონკრეტებს, თუ სად მიმდინარეობდა ოპერაცია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ რუსულმა ავიაციამ დაახლოებით 20 ფრენა განახორციელა „ისლამური სახელმწიფოს“ 12 ობიექტის წინააღმდეგ. უწყების ინფორმაციით, სუ-34-ის, სუ-24-ის და სუ-25-ის ეკიპაჟებმა ტერორისტების შტაბი, სამხედრო საწყობი, ბოევიკების 3-დონიანი სამეთაურო პუნქტი და ბოევიკების მოსამზადებელი ბანაკი გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართვის საფუძველზე, რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციების განხორციელება დაიწყო.