ნეპალში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

ნეპალში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

ნეპალში, კორუფციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მაშველები ამ დრომდე პოულობენ არეულობის შედეგად დანგრეულ შენობებში დემონსტრანტების ცხედრებს.

მხოლოდ ახლა ვპოულობთ იმ ადამიანების ცხედრებს, რომლებიც დაიღუპნენ სავაჭრო ცენტრების, სახლებისა და სხვა შენობებში, რომლებსაც ცეცხლი წაუკიდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.

უწყების ცნობითვე, აქციებზე სულ მცირე 2 113 ადამიანი დაშავდა.