ფრანგი სპორსტმენი, ძიუდოისტი ტედი რინერი, პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ სპორტული გამოცემა RMC Info Talk Sport-ი წერს.
როგორც მედია იუწყება, ყოფილ სპორტსმენს სურს დაიკავოს პოზიცია, "რომელიც მნიშვნელოვანი იქნება".
მედიის ინფორმაციითვე, რინერს მინისტრის თანამდებობა არ სურს და მას პრეზიდენტის ამპლუა უფრო მოსწონს.
"ჩემთვის საუკეთესო როლი - პრეზიდენტის როლია", - აცხადებს რინერი, რითაც ფაქტობრივად, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ადასტურებს.