კაია კალასი: თუ უკრაინა დაეცემა, საფრთხე მთელ ევროპას შეექმნება

კაია კალასი: თუ უკრაინა დაეცემა, საფრთხე მთელ ევროპას შეექმნება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ევროპაში დღეს შექმნილ ვითარებას 1938 წლის მოვლენებს ადარებს. მაშინ ჩეხოსლოვაკია დახმარებას ითხოვდა გერმანიის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ მიიღო და ნაცისტების ხელში აღმოჩნდა, დღეს კი განსხვავება ისაა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, საფრთხე მთელ ევროპას შეექმნება“, - აცხადებს კალასი.

მისივე თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს, ხაფანგია და ამით მოსკოვი იმაზე მეტს იღებს, ვიდრე ოდესმე იოცნებებდა.