მოლდოვაში, შავ ბაზარზე ბირთვული მასალების გაყიდვის მცდელობა აღკვეთეს

მოლდოვაში, შავ ბაზარზე ბირთვული მასალების გაყიდვის მცდელობა აღკვეთეს

მოლდოვაში, შავ ბაზარზე ბირთვული მასალების გაყიდვის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს. როგორც "ასოშიეითიდ პრესი" იტყობინება, ოპერაცია მოლდოველმა გამომძიებლებმა აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროსთან ერთად ჩაატარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს ბოროტმოქმედები რადიაქტიურ ნივთიერება ცეზიუმ 137-ის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოზე" მიყიდვას ცდილობდნენ. აღნიშნული ბირთვული მასალა ე.წ. ბინძური ბომბის შესაქმნელად იყო განკუთვნილი.
"ასოშიეითიდ პრესის" მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოლდოვაში 4 მსგავსი მცდელობა აღკვეთეს.