აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მასალები პროკურატურას გადაუგზავნა

აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მასალები პროკურატურას გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აუდიტის სამსახურში განუცხადეს.
"ვინაიდან აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისი მასალები პროკურატურას გადავუგზავნეთ", - განმარტეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მასალები მოიცავს როგორც უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს, ისე კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს "G.M.M." გამოვლინდა.