რუსეთის სამხედრო ავიაცია სირიის ტერიტორიის დაბომბვებს განაგრძობს. დღეს რუსულმა მოიერიშეებმა ავიაბაზა "ჰმეიმიმიდან" 20 საბრძოლო ფრენა განახორციელეს .
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, "სუ-34", "სუ-24 მ" და "სუ-25" ეკიპაჟებმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ზურგის ინფრასტრუქტურის 12 ობიექტზე, მართვის პუნქტზე, "ბოევიკებისა" და ტერორისტების მომზადების ბანაკებზე დარტყმა განახორციელეს.