რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთზე თავდასხმა განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ნატო-ზე

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთზე თავდასხმა განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ნატო-ზე

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თავდასხმა თურქეთზე განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ნატო-ზე. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ეს განცხადება ერდოღანმა ბრიუსელში გამართულ პრესკოფერენციაზე, რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.

"ახლა რუსეთი სირიაში ბაზის შექმნას ცდილობს და ამასთან ირღვევა ჩვენი საჰაერო სივრცე. ჩვენ ამის ატანა არ შეგვიძლია. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ნატო-ს პრინციპებს, ამაზე მწვავე განცხადებები გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება. ამ პოზიციის თანახმად, ნებისმიერი თავდახმა თურქეთზე განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ნატო-ზე", - განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსმა ინციდენტებმა შესაძლოა, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა დააზარალონ.

"თუ რუსეთი თავის მეგობარს დაკარგავს, ის ბევრს დაკარგავს", - აღნიშნა ერდოღანმა.

რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე 3 და 4 ოქტომბერს დაარღვიეს.