„ნატო შეშფოთებულია სირიაში რუსეთის ქმედებებით და მოვუწოდებთ მათ, თავი აარიდონ ალიანსთან დაძაბულობას“

„ნატო შეშფოთებულია სირიაში რუსეთის ქმედებებით და მოვუწოდებთ მათ, თავი აარიდონ ალიანსთან დაძაბულობას“

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაძაბულობის ესკალაციისგან.

ალიანსის გენერალური მდივნის აზრით რუსეთის ავიაცია სირიაში არა „ისლამური სახელმწიფოს“, არამედ, სირიის ხელისუფლების ოპოზიციისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის.

„სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი განთავსება ძალიან გვაწუხებს. შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაცია საჰაერო იერიშებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არ ახორციელებს და ამის მაგივრად, ის სირიის ოპოზიციას და მოსახლეობას ესვრის. მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, რომ თავიდან აიცილოს ალიანსთან დაძაბულობის ესკალაცია“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართვის საფუძველზე, რუსულმა ავიაციამ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციები დაიწყო. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით ავიაიერიშების შედეგად, რუსულმა ავიაციამ საგრძნობლად დააზიანა ბოევიკების მართვის სისტემა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსული ავიაციის დარტყმები მხოლოდ ტერორისტების მისამართით ხორციელდება.