"UEFA-მ თავად განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები"

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ის არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩვენები კანონდარღვევებით ჩატარდა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ჩარევა არ მომხდარა.

„არანაირი ჩარევა არ ყოფილა. რაც უნდა იყოს, UEFA-მ თავად განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული არჩვენები. ის ხარვეზები, რაც ფედერაციის მუშაობაში იყო აღმოჩენილი, უახლოეს პერიოდში გაცხადდება. მენეჯმენტის კუთხით პრობლემები იყო და ამის გამოსწორებას შეეცდება ახალი მენჯმენტი“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდა, რომლის შედეგადაც, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი გახდა.