სერგეენკო რიგგარეშე არჩევნებზე - „უმრავლესობის მოსაზრება არის წამყვანი და უზენაესი“

სერგეენკო რიგგარეშე არჩევნებზე - „უმრავლესობის მოსაზრება არის წამყვანი და უზენაესი“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს იწყებენ.

მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებით უნდა იხემძღვანელოს.

„დემოკრატიულ სახელმწიფოს ყოველთვის აქვს თავისი მყარი წესები, როდესაც უმრავლესობის მოსაზრება არის წამყვანი და უზენაესი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებით“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.