მინდა ეს მთავრობა და ივანიშვილი დავარწმუნო, რომ ის უფრო მალე წავა ხელისუფლებიდან ვიდრე ჰგონია

მინდა ეს მთავრობა და ივანიშვილი დავარწმუნო, რომ ის უფრო მალე წავა ხელისუფლებიდან ვიდრე ჰგონია

მინდა, ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი დავარწმუნო, რომ ის უფრო მალე წავა ხელისუფლებიდან, ვიდრე ჰგონია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომელიც ქობულეთში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რევაზ ხარაზის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დაკავების მიზეზი, ხარაზის მეგობრის სოსო ბაჯელიძისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა გახდა, რაც ხარაზმა გააპროტესტა.

"სოსო ბაჯელიძეს მართვის მოწმობა შეუჩერეს იმ მიზეზით, რომ მან თითქოს არჩილ ხაბაძის ექსკორტი შეაფერხა, რომელიც წესების დარღვევით მოძრაობდა, სოსო ბაჯელაძემ კი ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე გაატარა და ამიტომ ვერ დაუთმო ექსკორტს გზა. თავხედობაა სანქციების იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენება, რომლებიც წესების დაცვით მოძრაობენ. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი, რომელსაც "ქართული ოცნება" აქტიურად იყენებს. ხელისუფლებას, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ერთადერთი რამ გააკეთა - გააღარიბა მოსახლეობა, ჩამოშალა ეკონომიკა და ქვეყნის უსაფრთხოება, მომავალი არ აქვს, მათ საზოგადოებამ განაჩენი გამოუტანა. ეს ხელისუფლება არის დასრულებული, დარჩა გარკვეული პერიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ამ დასრულების გაფორმება მოხდეს. მინდა ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი დავარწმუნო, რომ ის უფრო მალე წავა ხელისუფლებიდან ვიდრე ჰგონია", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.